გლობალური ეკონომიკის საუკუნეში მდიდარი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები მათი უსაფრთხოება, ფუფუნება და კომფორტია.
ნახეთ მდიდარი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საკუთარი თვითმფრინავები..
ჯეკი ჩანის კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 650 - 30 მილიონი დოლარი
ბრაზილიური წარმოების შესანიშნავი ლაინერი გაფორმებულია ოქროსფერი და წითელი დრაკონებით და ჯეკი ჩანის ლოგოტიპებით.
ტომ კრუზის საკუთარი თვითმფრინავი Gulfstream IV - 38 მილიონი დოლარი.
ომფორტული და მდიდრული თვითმფრინავი 19 მგზავრზეა გათვლილი. თვითმფრინავს აქვს ორი ძრავი და ჰაერის ფილტრი, რომელიც ორ წუთში ერთხელ ასუფთავებს ჰაერს, სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ბილ გეითსის თვითმფრინავი Bombardier BD-700 Global Express - 40 მილიონი დოლარი.
ბილ გეითსმა ორი თვითმფრინავი შეიძინა, რომლებსაც უმაღლესი ტექნიკური მახასიათებლები აქვს - აღჭურვილია სპეციალური მაღალტექნოლოგიური სანავიგაციო სისტემებით. მისი თვითმფრინავები მსოფლიოში ყველაზე მდიდრულია.Jay-Z -ს თვითმფრინავი Bombardier Challenger 850 Learjet - 40 მილიონი დოლარი.
Jay-Z -ს და მისი მეუღლის - ბიონსეს თვითმფრინავი აღჭურვილია ტყავის სალონით. თვითმფრინავში არის სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და ორი საძინებელი. ეს მდიდრული თვითმფრინავი ბიონსემ მეუღლეს აჩუქა.
სელინ დიონის საკუთარი თვითმფრინავი Bombardier BD-700 Global Express - 47.7 მილიონი დოლარი
ეს იდეალური თვითმფრინავი სწრაფი ბიზნეს-ვიზიტისთვის არის განკუთვნილი. ის 18 მგზავრზეა გათვლილი. აქვს სამუშაო ოთახი და საერთო დარბაზი შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის.
ჯიმ ქერის კუთვნილი თვითმფრინავი Gulfstream V - 59 მილიონი დოლარი.
მსახიობმა ძვირადღირებული თვითმფრინავი საქმიან ვიზიტებზე გასამგზავრებლად შეიძინა, რომელიც მსგავსი კლასის თვითმფრინავებში ყველაზე სწრაფი და მოხერხებულია.
ალიშერ უსმანოვის თვითმფრინავი Airbus A340-300 - 350 მილიონი დოლარი.
რეალურად, თვითმფრინავის ფასი 238 მილიონი დოლარია, თუმცა რუსმა მილიარდელმა მას 112 მილიონი დოლარი დაახარჯა, რომ ის განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო. თვითმფრინავს საწვავის ერთი გამართვით შეუძლია 14, 5 ათასი კილომეტრზე ფრენა და ის 375 მგზავრზეა გათვლილი.
პრინცი ალ-ვალიდ იბნ თალალის კუთვნილი თვითმფრინავი Airbus A380 Superjumbo Jet - 500 მილიონი დოლარი.
ყველაზე ძვირადღირებული საკუთარი თვითმფრინავი პრინც ალ-ვალიდ იბნ თალალის ეკუთვნის. თვითმფრინავში არის რამდენიმე საძინებელი, სპორტული დარბაზი, ავტომობილის ფარეხი და მიმინოსთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახიც კი.