x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
როგორ დავისვენოთ ზაფხულში ?

ზაფხულის სულ უფრო ცხელი ხდება და ყველა ცდილობს, რამდენიმე დღით მაინც შესძლოს რუტინულ სამუშაოს თავი დააღწიოს და დასასვენებლად წავიდეს. ადგილს ყველა საკუთარი გემოვნების ( და ფინანსების) მიხედვის ირჩევს. მაგრამ სასურველი ყოველთვის სასარგებლოს არ ნიშნავს. გამგზავრებამდე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარება უნდა გავიხსენოთ და ექიმების რჩევები გავითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვენება შესაძლოა, სიამოვნების ნაცვლად, ახალი პრობლემების შექმნის მიზეზი გახდეს.


image

1. თუ თქვენ პატარა გყავთ, კარგად დაფიქრდით სანამ ჩემოდანს ჩაალაგებთ, გახსოვდეთ, პატარებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ უყვართ, მათ ახალ გარემოსთან ადაპტაცია უჭირთ. თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვთან ერთად დასასვენებლად წასვლას, მთას მიანიჭეთ უპირატესობა. ექიმები 1 წლამდე ბავშვების ზღვაზე წაყვანას არ გვირჩევენ.


2. მათ, ვისაც წლის განმავლობაში, უძროვ მდგომარებაში (კაბინეტური) მუშაობა უწევთ, უმჯობესია ზღვაზე დაისვენონ. ცურვა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისათვის იდეალურია.



3. თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ, ისეთ ადგილას დაისვენეთ, სადაც მინერალური წყლებია.


4. თუ თქვენს შვილს წიწვოვანი კურორტი აქვს დანიშნული, მისი სასარგებლო თვისებების მისაღებად აღნიშნულ გარემოში 1 თვე მაინც უნდა გაჩერდეთ.


5. ფარისებრი ჯირკვალის არსებობის შემთხვევაში ზღვა და ცურვა კარგია, მაგრამ ექიმები გარუჯვას არ გირჩევენ.


6. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა საზღვაო კურორტებზე დასვენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ:აუცილებელია, იხმარონ მზისგან დამცავი კრემი და აკონტროლონ მზის აბაზანების დრო, რადგან ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითების გამო, შესაძლოა, ისე დაიწვან, რომ ვერ იგრძნონ. მზეზე ყოფნისას უხვად უნდა სვან უშაქრო სასმელები და ცურვის შემდეგ კარგად გაიმშრალონ თითებს შორის არეები.


7. დაბალი შაქრის შემთხვევაში ცურვა სახიფათოა. უმჯობესია, წყალში შესვლამდე ნახშირწყლები მიიღონ. მედიკამენტოზორი მკურნალობის დროს, წამლის დოზის შეცვლა საჭირო არაა, მაგრამ ინსულინის შემთხვავში მოგიწევთ ჩვეული დოზების გაზრდა, მით უფრო, თუ თვითმფრინავით გიწევთ მგზავრობა, დოზებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაირეთ თქვენს ენდოკრინოლოგთან.


8. ოგრანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესის შემთხვევაში ურეკის მაგნიტური ქვიშა საუკეთესოა.

image


9. ტყის კლიმატი კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადებისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს.


10. ნერვული და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს მთაში დასვენება უმჯობესია.



გისურვებთ ბედნიერ და სასიამოვნო დასვენებას.

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0