სხვა დენის გადასახადი ძვირდება 2015, 23 ივლისი, 18:37 1 აგვისტოდან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დენის ტარიფი ძვირდება, მათ მოუწევთ თითქმის 4 თეთრით მეტის გადახდა ვიდრე აქამდე იხდიდნენ, დენის გადასახადი გაუმძვირდათ “ენერგო-პრო ჯორჯიას'' აბონენტებს, ანუ მთელს საქართველოს გარდა კახეთისა და თბილისისა. სემეკის თავმჯდომარე- ირინა მელორავა აცხადებს რომ ეს არის სამართლიანი ტარიფი რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და ეფექტურ ელექტრომომარაგებას. ახალი ტარიფის ფარგლებში აბონენტს ყოველ დამწვარ 100 კილოვატზე მოუწევთ 4 ლარით მეტის გადახდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ეს საკმარისი არარის და ტარიფი მინიმუმ 4.8 თეთრამდე უნდა გაძვირდეს რისი გაკეთებაც სემეკს წლის ბოლომდე მაინც მოუწევს. 114 3-ს მოსწონს
|