საბუნებისმეტყველო საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი I - როდის იწყება ისტორია? 2015, 20 ივლისი, 11:14 მეცნიერები თვლიან, რომ ჩვენი პლანეტის ასაკი 4, 6 მილიარდი წელია. ამ უკანასკნელ
პერიოდამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის წინაპარი ავსტრალოპითეკი 5 მილიონი წლის წინ გაჩნდა, ხოლო გონიერი ადამიანი - 40-30 ათასი წლის წინ. თუმცა ბოლო დროს, ეთიოპიაში, აღმოჩენილმა ადამიანის ყბის ნაწილმა, რომელიც 3, 5 - 3, 3 მლნ. წლით არის დათარიღებული და ჩვენი ყბისგან არაფრით არ განსხვავდება, მეცნიერები, გონიერი ადამიანის, დედამიწაზე, გამოჩენის თარიღის გადაწევაზე დააფიქრა.
თუმცა, ქვემოთ მოყვანილი აღმოჩენების ფონზე, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, გონიერი ადამიანის გამოჩენის რომელ თარიღზე შეჩერდებიან ისინი, 40 ათასზე, 3 მილიონზე ან, თუნდაც 5 მილიონზე, რადგან უკვე საკმარისი რაოდენობის არტიფაქტები არის აღმოჩენილი, რომელთა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დედამიწაზე, გონიერი ადამიანის გამოჩენის თარიღი, 5 მლნ. წელზე ბევრად უფრო შორეული წარსულისკე იწევს. სამი წლის მანძილზე, 1786-1788 წწ. ფრანგი მუშები, რომლებიც ქვის კარიერში მუშაობდნენ, ქ. ექს-ან-პროვანსეს მახლობლად მუშაობდნენ, 15 მ. სიღრმეზე პოულობდნენ, წინამორბედების მიერ დატოვებულ ხელსაწყოებს, რომლებიც მათი ხელსაწყოებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ნაპოვნი იყო აგრეთვე მონეტები და ხის ფიცრებისგან გაკეთებული ფარი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ქვის კარიერებში, ქვების გადასატანად იყენებენ. ყოველივე ამაში მნიშვნელოვანი, არაფერია თუ იმასაც არ აღვნიშნავთ, რომ იმ დროის მანძილზე, რაც ეს ნივთები მიწისქვეშ ელაგა, ხის ფარმა ქარვად გადაქცევა მოასწრო. 1934 წ. ტეხასის შტატში, ქ. ლონდონის მახლობლად, იპოვეს ქვა, რომელშიც განამარხებული იყო ხის ტარიანი ჩაქუჩი. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქანის ასაკი, რომელშიც ჩაქუჩი იყო მოთავსებული, 140 მლნ. წლის იყო ანუ იმ პერიოდით, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ, ხოლო ლითონი, რომელისგანაც ჩაქუჩის თავი იყო დამზადებული, 97% რკინას შეიცავდა. 1844 წ. შოტლანდიაში, ქინგუდის კარიერში, აღმოჩენილი იყო ქანი, რომლის ასაკი 360-408 მლნ. წლით განსაზღვრეს. რა თქმა უნდა, აქ არაფერ არ არის განსაკუთრებული, რომ არა ლურსმანი, რომელიც ქანის შიგნით იყო მოთავსებული. იგივე 1844 წელს, ლონდონის “ტაიმსი" წერდა, რომ ქვის მომპოვებლებმა 2, 5 მეტრ სიღრმეზე, ერთ-ერთ ქანში, ოქროს ძეწკვი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგად ამ ქანის ასაკი 360-320 მლნ. წლით განისაზღვრა. 1852 წელს, მასაჩუსესის შტატში, ქ. დორჩესტერის სიახლოვეს, აღმოაჩინის თუთიისა და ვერცხლის ნაერთისგან დამზადებული თასი, რომელიც 600 მილინი წლით დათარიღებულ ქანებში იყო განამარხებული. ამ სახის არტიფაქტების ჩამონათვალის გაგრძელება, კიდევ შეიძლება და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ. არ შეიძლება, რომ არ ავღნიშნოთ, სამხრეთ აფრიკის მაღაროებში, ნაპოვნი უამრავი შავი ბურთულის შესახებ, რომლებზეც ერთმანეთის პარალერული სამ-სამი ზოლია არის დატანილი. ქანები, რომლებშიც ამ ბურთულებს პოულობენ, 2, 8 მილიარდი წლით არის დათარიღებული. გაგრძელება იქნება 462 6-ს მოსწონს
|