x
image
მანჩო 777
"გაბღენძილო ნაძირალა!" - შელაპარაკება სააკაშვილსა და რადას დეპუტატს შორის (+ვიდეო)
უკრაინულ მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია მიხეილ სააკაშვილის შელაპარაკება უკრაინის უზენაესი რადას დეპუტატთან. შემთხვევა ჩერნიგოვში, უზენაესი რადას შუალედური არჩევნების დაწყების ფონზე მოხდა.


image


ვიდეომასალაში ასახულია უკრაინის სახალხო დეპუტატის ბორის ფილატოვისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შელაპარაკება. ფილატოვი თავდაპირველად "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატობის კანდიდატს სერგეი ბერეზენკოს დაუპირისპირდა და ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა, შემდეგ კი სააკაშვილს მიმართა.

ბორის ფილატოვი: გადაგაქვთ ხომ ხმები? არ მინდა, რომ ეს გარეწარი აქ ფულს არიგებდეს! თქვენც ხომ არ გინდათ დაარიგოთ ფული?
მიხეილ სააკაშვილი: მე არანაირი ფული არ მაქვს.

ბორის ფილატოვი: თქვენ, თქვენი პოლიტიკური კაპიტალი გაანიავეთ!
მიხეილ სააკაშვილი: მე არ მინდა, რომ ვიღაც გაბღენძილმა ნაძირლებმა მორალი მიკითხონ. რეკეტირო, რეიდერო და გაბღენძილო ნაძირალავ!



აღსანიშნავია, რომ ფილატოვი დამოუკიდებელი დეპუტატია.





0
1523
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0