ამოცანები ლოგიკური თავსატეხები (პასუხები აქვს) 2015, 19 ივლისი, 21:41 თავსატეხები: 1. ერთ დურგალს უნდა შეეკეთებინა იატაკი, რომელშიც 12 ფუტი სიგრძის და 2 ფუტი სიგანის ნახვრეტი იყო. ხელოსანს ამ დაკვეთის შესასრულებლად მიუტანეს ფიცარი, რომლის სიგრძე 8, ხოლო სიგანე 3 ფუტი იყო. დურგალი პროფესიონალი იყო და მის ხელთ არსებული მასალა ისე გაყო, ორ ნაწილად, რომ ნახვრეტი სრულად დაფარა. კითხვა: როგორ მოახერხა ეს? 2. პინგვინები ისე დააყენეთ, რომ მათზე მიმაგრებული რიცხვების ჯამი, ყველა მიმართულებაზე 12-ს ტოლი იყოს. 3. “ფიშკები" ნახაზის ხაზებზე ისე განათავსეთ, რომ თითოეულ წრეზე და თითოეულ სწორ ხაზზე, 2-2 ცალი იყოს. 4. განსაზღვრეთ მოძრაობის გრაფიკი, რომლის გავლის შემთხვევაში, ზღარბი შეძლებს ყველა ვაშლის შეგროვებას და საწყის პოზიციაზე დაბრუნებას, კვადრატებში 2-ჯერ შესვლის გარეშე. 5. თქვენს წინაშე ორი კვადრატია. ერთი მათგანი უკვე გაყოფილია ოთხ ერთნაირ სამკუთხედებად. კითხვა: როგორ შეიძლება ამ სამკუთხედების და პატარა კვადრატის გამოყენებით, ერთი დიდი კვადრატი მიღება? 6. მოცემულ 9 წერტილზე, ხელის აუღებლად, ტეხილი ისე გაატარეთ, რომ ის მხოლოდ 4 სწორი მონაკვეთისგან შედგებოდეს. 7. როგორ უნდა გადაირგას ეს ხეები ისე, რომ მათ შორის შეიქმნას 5 რიგი, თითოეულში 4 ხით. 8. მოწყალების დას ჰქონდა წითელი ქსოვილის 5 ნაჭერი. ამ ნაჭრებით მან, ისე, რომ არცერთი არ გაუჭრია, შეკერა ჯვარი. კითხვა: როგორ მოახერხა ეს? 9. კვადრატული წყალსაცავის ირგვლივ 4 ხე იზრდება. დროთაგანმავლობაში, საჭირო გახდა წყალსაცავის 2-ჯერ გაფართოვება, ამასთან უნდა შენარჩუნებულიყო მისი კვადრატული ფორმა. კითხვა: როგორ უნდა გაფართოვდეს წყალსაცავი ისე, რომ ხეები ხელუხლებელი დარჩეს და ფორმაც არ შეიცვალოს. 10. საათის ციფერბლატი 6 ნებისმიერ ნაწილად გაყავით ისე, რომ ციფრების ჯამი თითოეულ ნაწილში, ერთნაირი იყოს. პასუხები: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 3845 10-ს მოსწონს
|