პროზა ძროხები – სახალისო ისტორია 2015, 19 ივლისი, 21:59 იაოვას შტატის ერთ პატარა ქალაქში ერთადერთი ძროხა ჰყავდათ, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩინეს, რომ რძეს მეტად აღარ იძლეოდა. ქალაქის მაცხოვრებლებმა ახალი ძროხის ძებნა დაიწყეს და იქვე, მოსაზღვრე შტატ ვისკონსინში 200$ იყიდეს. სასწაული ძროხა გამოდგა – ძალიან ბევრ რძეს იწველიდა, ხალხი კი იმდენად ნასიამოვნები და გახარებული იყო ამ ფაქტით, რომ გადაწყვიტეს მისთვის მეგობარი ხარი მოეყვანათ, რათა თავისნაირი პროდუქტიული ძროხები გაეჩინა. შედეგად, მათ მეტად აღარ მოუწევდათ რძის მარაგზე ფიქრი. მართლაც, მათ იყიდეს ხარი და თავიანთ საყვარელ მარჩენალთან ერთად საძოვარზე გაუშვეს. თუმცა, როგორც კი ხარი მიუახლოვდებოდა მისი ტრფობის ობიექტს, ეს უკანასკნელი გარბოდა. მნიშვნელობა არ ქონდა, რომელი მხრიდან მიუდგებოდა, ძროხა მაინც უარზე იყო. ასე რომ ხარმა სერიოზული წარუმატებლობა განიცადა ამ საშვილიშვილო საქმეში. ამ ამბავმა ქალაქის მაცხოვრებლები ძალიან გაანაწყენა და გადაწყვიტეს დახმარებისთვის ვეტერინარისთვის მიემართათ, რომელიც სიბრძნით იყო განთქმული. ისინი ასეთ რამეს მოუყვნენ მას: "როგორც კი ხარი უახლოვდება ძროხას, ის განზე მიდის; თუ უკნიდან უახლოვდება –წინ მიდის. თუ წინიდან უახლოვდება – უკან იხევს. ერთი გვერდიდან თუ მიადგა – მეორე გვერდიდან გარბის". ვეტერინარი ერთი წუთით დაფიქრდა და შემდეგ იკითხა: "შემთხვევით ეს ძროხა ვისკონსინში ხომ არ გიყიდიათ?" ხალხი გაოგნდა, რადგან მათ ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ თუ სად შეიძინეს ის. "თქვენ ჭეშმარიტად ბრძენი ვეტერინარი ხართ!" – უთხრეს მათ. "როგორ მიხვდით რომ ძროხა ვისკონსინში ვიყიდეთ?" ვეტერინარმა შორს სივრცისკენ გაიხედა და უპასუხა: "ჩემი ცოლია ვისკონსინიდან." 387 7-ს მოსწონს
|