ქალი და მამაკაცი ქვეყნები,სადაც ძნელია იყო მამაკაცი 2015, 19 ივლისი, 17:48 ჩვენს კულტურაში მიღებულია, რომ ოჯახის მეთაური და წამყვანი ძალა არის მამაკაცი, თუმცა ყველგან ასე როდია.არსებობს ქვეყნები, სადაც მატრიარქატია და იყო მამაკაცი ცხოვრების მძიმე ტვირთია. პაკისტანელი კალაშები არსებობს თქმულება, რომ დრევანდელი კალაშები არიან შთამომავლები ალექსანდრე მაკედონელის მეომრებისა.დღეისათვის მათი რიცხვი 3000 ადამინს ითვლის.ისინი საკმაოდ მშვიდი და უკომფლიქტო ხალხია.მათთან პრაქტიკულად არ ხდება დანაშაული.ის თუ ვის დაუკავშირებს მომავალს ამას წყვიტავს ქალი და თუ მამაკაცი არ დააკმაყოფილებს ცოლის ნება-სურვილს, ქალს თავისუფლად შეუძლია " ძვირფასი" ქმარი მიაბრძანოს სახლიდან მის ნივთებიანად და შეუდგეს ახლის ძებნას.მამაკაცს არა აქვს უფლება გააპროტესტოს მისი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ოჯახის თავი ქალია. ჩინეთის ერთერთი კუთხე მოსუო ეს ხალხი დასახლებულია რამოდენიმე პროვინციაში, რომელიც ტიბეტს ესაზღვრება. აქ მარტლაც, რომ აბსოლუტური მატრიარქატია.როგორც წესი ქალი არასოდეს ქორწინდება, უბრალოდ, როცა მოესურვება თვალს დაადგამს მისთვის სასურველ მამაკაცს(გაბედოს და უარი თქვას) ინტიმისათვის.ასეთი "ქორწინების "შედეგად დაბადებული ბავშვები მხოლოდ დედის საკუთრებაა და ისინი მასთან ცხოვრობენ. ინდოეთი-შტატი მეგხალაი ამ შტატს ადგილობრივი ტომის საპატივცემულოდ ჰქვია სახელი.აქ მამაკაცების უფლებები საგრძნობლად შეზღუდულია.აბსოლუტურად ყველა სფეროში ლიდერობს და ბრძანებლობს ქალი.სამართალსაც თავად ადგენე, ოჯახის ბიუჯეტსაც თავად განაგებენ და შვილებს თავიანთ გვარს აძლევენ. მინანგკაბაუ ყველას მოგვეხსენება თუ რა ადგილი უჭირავს ქალს ისლამურ სამყაროში-ის მორჩილი და დამჯერი ცოლი უნდა იყოს.ინდონეზიაც ისლამური ქვეყანაა, თუმცა მინანგკაბაუში მატრიარქატია.ტრადიციისამებრ ბიჭები 7 წლით სასწავლებლად იგზავნება რელიგიურ სკოლაში.სწავლის დასრულებისას ისინი ტოვებენ მშობლიურ მხარეს.იმისათვის, რომ დაბრუნდენენ უნდა გამოიმუშაონ ოჯახის შესაქმნელი და სარჩენი ფული. ჰიმალაი ჩრდილოეთ ინდოეთს, ბუტანსა და ნეპალში არსებობს რამოდენიმე სოფელი, სადაც ქალს შეუძლია ქმრად რამოდენიმე მამაკაცი დაისვას . თუმცა ამ ბოლო წლებში იქაც შეაღწია ცივილიზაციამ და ამ ტრადიციას ნელნელა ივიწყებენ. 515 7-ს მოსწონს
|