სხვა ტატანაკუი-უთანხმოების მოგვარების უცნაური გზა 2015, 15 აგვისტო, 10:37 ტატანაკუი-ესაა მეტად უცნაური ჩვეულება თუ ტრადიცია, რომელსაც საფუძველი პერუს სამხრეთში, კერძოდ კი ჩუმბივილკასის პროვინციაში ჩაეყარა და ლამის მტელი ქვეყანა მოიცვა. ყოველი წლის 25 დეკემბერს სადღესასწაულო ტანისამოსში და ნიღბებში შემოსილი ადამიანები იკრიბენიან და პირი თუ ჯგუფი იწვევს პირსა თუ ჯგუფს ვისთანაც ბოლო ერთი წლის მანძილზე უთანხმოება ჰქონია და აი ასე მუშტი-კრივით აგვარებს საქმეს, რომ უკმაყოფილება მტრობაში არ გადაიზარდოს. ბრძოლაში ყველა იღებს მონაწილეობას, ქალებიც და ბავშვებიც.საჩხუბრად მეზობლიდან დაწყებული ოჯახის წევრით დამთავრებული ყველა შეგიძლია გამოიწვიო. ჩხუბისას აკრძალულია-კბენა, თმით თრევა და წაქცეულის ცემა. ჩხუბის განვითარებას და წესებს თვალს ადევნებს მათრახით შეიარაღებული ჩინოვნიკები( პოლიციელები), რომ ამ მუშტი-კრივში სხვაც არ ჩაერიოს და წესებიც არ დაირღვეს. თუ დამარცხებული შედეგით უკმაყოფილოა მას შეუძლია ისევ გამოიწვიოს ოპონენტი. ტატანაკუის დასრულება ზეიმით აღინიშნება, სხვამენ და ჭამენ, ერთობიან და ისვენებენ მომდევნო 25 დეკემბრამდე. 179 14-ს მოსწონს
|