x
image
მანჩო 777
რას ნიშნავს სინამდვილეში გახდე 50 კილოგრამით? - მწარე სიმართლე, რომელზეც დიეტოლოგები დუმილს ამჯობინებენ
საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა მკაცრი დიეტისა და ვარჯიშის წყალობით ადამიანები საკმაოდ კარგად იკლებენ წონაში. ამ დროს გვეჩვენება, რომ საოცნებო მიზანს მივაღწიეთ და სიხარულისაგან მეცხრე ცაზე ვართ. მაგრამ რა გველოდება ამ გზის დასასრულს?- გიფიქრიათ ოდესმე?

მინდა წარმოგიდგინოთ ამერიკელი მწერალი ქალის ელნი ბეიკერის ისტორია, რომელიც წლების წინ 120 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ შეძლო და 50 ზედმეტი კილოგრამი მოიშორა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე სასიხარულო მოვლენა იყო ელნის ცხოვრებაში.


image


ვნახოთ, რას გვიამბობს ჩვენი სტატიის გმირი:



"რამოდენიმე თვის წინ ჩემმა შეყვარებულმა დამპატიჟა ესალენის ინსტიტუტში, რომელიც წარმოადგენს ექსპერიმენტალურ კომუნას. აქ ადამიანები იკრიბებიან ჯგუფურ თერაპიასა და მედიტაციაზე იმისათვის, რომ სხეული, ჭკუა, სული, ტვინი და გული ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყოს.

პირველივე საღამოს ჩვენ წაგვიყვანეს პირდაპირ ოკეანის პირას აშენებულ ღია აუზზე, სადაც ერთად უნდა მიგვეღო აბაზანა. აუზისაკენ მიმავალ გზაზე ჩემმა ბოიფრენდმა სხვათაშორის მითხრა, რომ აბაზანა შიშველს უნდა მიმეღო. მე თითქოს ფეხები წამერთვა: არა, მე ვერასოდეს გამოვჩნები ადამიანებთან შიშველი, ეს ჩემს ძალებს აღემატება.


image


პრობლემა მხოლოდ ლამაზ სხეულში როდი იყო - ეს პრობლემა მე მართლაც მაქვს. უბრალოდ, შიშველ მდგომარეობაში მე არ გამოვიყურები ისე, როგორც გამოიყურება ნორმალური ქალი. საქმე იმაშია, რომ წლების წინ მე მსუქანი ვიყავი - ვიწონიდი 120 კილოგრამს. შემდეგ მკაცრ დიეტაზე დავდექი და მთელი 50 კილოგრამი დავიკელი. თითქოს სიხარულისაგან მეცხრე ცაზე უნდა მეფრინა, მაგრამ ამ ცვლილებით აღტაცებული სულაც არ დავრჩი. რა თქმა უნდა, სიხარული იყო - მე შევძელი ის, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ მეორე მხრივ დროის უკუღმა შებრუნება ჩვენს ძალებს აღემატება- სხეულის გადაკეთებას მე ვერასოდეს შევძლებდი. ფოტოსურათები, სადაც ქალები გახდომამდე და გახდომის შემდეგ არიან გადაღებულები, სრული სიყალბე და მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია. წონაში დაკლების შემდეგ მე იმდენი ზედმეტი კანი დამრჩა, რომ გვერდზე დაწოლილს შემეძლო ის 15-20 სანტიმეტრზე გამეწელა. ამიტომ მე იძულებული გავხდი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაზე მეფიქრა.


image


ამ ფოტოსურათებიდან უმრავლესობა 7 წლის წინ, ოპერაციის გაკეთებამდეა გადაღებული. მე ისინი ამ სტატიისათვის შევინახე. როგორც კი მათ დავხედე, მაშინათვე გამახსენდა, როგორ ვგრძნობდი თავს ზედმეტი კანის თანხლებით. როგორ დისკომფორტს და უხერხულობას მიქმნიდა ამ ჩამოკიდებული კანების ტარება...


image


საერთო ჯამში ოთხი პლასტიკური ოპერაცია დამჭირდა. მე ჩამიდგეს მკერდის იმპლანტები და გამიკეთეს კანის გადაჭიმვა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა და ორი წლის შემდეგ მე ისევ დავბრუნდი კლინიკაში, რათა სხეულის წრიული დაჭიმვა გამეკეთებინა: მე მთლიანად გადამიჭრეს კანი წელის გარშემო, მომაჭრეს 15 სანტიმეტრი დიამეტრის ზედმეტი კანი, რომელიც საერთი ჯამში 4, 5 კილოგრამს იწონიდა და ერთი სიტყვით, თავიდან შემკერეს. კანის დაჭიმვა გამიკეთეს თეძოებზეც: ჩამჭრეს მუხლებიდან წელამდე და აქაც მოაშორეს ზედმეტი კანი. სანამ ჭრილობები შეხორცდებოდა, მე ორი თვის განმავლობაში ვიჯექი საავადმყოფოს საწოლზე ფართოდ გაშლილი ფეხებით. აღარაფერს ვამბობ იმ აუტანელ ტკივილებზე, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გადავიტანე.


image


ახლა მე მაქვს ნაიარევი წელის გარშემო, თითქოს რომელიღაც ბოროტმა ჯადოქარმა შუაზე გადამჭრა და შედეგ ისევ გამამთელა. ასევე ნაიარევები მაქვს ფეხებზე-წელიდან დაწყებული მუხლებამდე, მაგრამ პლასტიკურმა ოპერაციებმაც კი ვერ შეძლო მთლიანად მოეშორებინა ზედმეტი კანი. იღლისა და თეძოების შიგნითა მხარეს მე ისევ დამრჩა ჩამოკიდებული კანები, ასე რომ, როცა ძირს ვიხრები, ჩემი მკერდი ცარიელი ტომარასავითაა დაკიდებული.

აი, რატომ არ მიყვარს, როცა მე გახდილს მხედავენ!"-ასრულებს თავის ისტორიას ელნი ბეიკერი.


image


ისტორია ამ ქალისა, რომელსაც არ შეუძლია თავისი თავის მიიღოს ისეთი, როგორიცაა( გახდომის შემდეგაც კი), თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ის, რისკენაც ასე ძლიერ მივისწრაფით და რისთვისაც უამრავ დათმობაზე მივდივართ, შეიძლება სულაც არ გვაძლევდეს ისეთ შედეგს, რასაც ველოდებით. გახსოვდეთ, რომ წონაში მკვეთრი კლება აუცილებლად დაგიტოვებთ ზედმეტ, ჩამოკიდებულ კანს. თუ თქვენ დიდი ზედმეტი წონა გაქვთ - იყავით ფრთხილად! არავინ არ ამბობს, რომ წონაში არ უნდა დაიკლოთ - პირიქით, გახდომა აუცილებელია, მაგრამ ის საჭიროა პირველ რიგში ჯანმრთელობისათვის და მხოლოდ შემდეგ - სილამაზისათვის. აი, სწორედ მაშინ ვიქნებით კმაყოფილი ჩვენს მიერ მიღწეული შედეგით. ასე რომ, თუ გახდომას გადაწყვეტთ, სჯობს ეს თანდათანობით, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ გააკეთოთ.


0
840
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
840
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0