პროზა ილუზიონისტი და თუთიყუში – სახალისო ისტორია 2015, 18 ივლისი, 20:20
ერთი ილუზიონისტი საკრუიზო გემზე მუშაობდა, კარიბის ზღვაში. მაყურებელი ყოველ კვირას იცვლებოდა, ასე რომ ის თავს უფლებას აძლევდა ყოველ ჯერზე ერთი და იგივე წარმოდგენა გაემართა. მხოლოდ ერთ პრობლემა იყო: კაპიტნის თუთიყუში ყოველთვის ესწრებოდა მის შოუს და თანდათან ხვდებოდა თუ როგორ აკეთბდა ილუზიონისტი
თითოეულ ფოკუსს. ერთ დღესაც, წარმოდგენის მიმდინარეობისას დაიწყო ყვირილი:
"კარგად დააკვირდით, ეს იგივე ქუდი არ არის."
"შეხედეთ, ის ყვავილებს მაგიდის ქვეშ მალავს." "ეი, ყველა კარტი ყვავის ტუზი რატომ არის?" ილუზიონისტი გაცოფებული იყო, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა – ის ხომ კაპიტნის თუთიყუში იყო. ერთ დღეს კატასტროფა მოხდა და გემი ჩაიძირა. ილუზიონისტმა თავი შუა ოკეანეში, ერთ პატარა ტივზე ამოყო. რაღა თქმა უნდა, თუთყუშთან ერთად. ისინი ერთმანეთს სიძულვილით სავსე თვალებით მიაშტერდნენ, თუმცა ერთი სტყვაც კი არ დასცდენიათ. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ბოლოს, ერთი კვირის მერე თუთიყუშმა უთხრა: "კარგი, ძმაო, გნებდები. მითხარი, სად არის გემი?" 235 6-ს მოსწონს |
და ილუზიონისტიეტყოდა მერე: გემი არ ვიცი სადაა, მარა ახლა ის იკითხე შენ რა დღე მოგელისო :დ (თავის წაჭრა :დ)