საქართველო ბიძინა ივანიშვილი ფოთში თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო 2015, 18 ივლისი, 13:27 ფოთში "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის" გახსნას რომელიც წელს პირვლად ტარდება, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.
"რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" ორგანიზებით იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონული თეატრების და ქართული დასების წარმომადგენლები. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მსახიობები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ფესტივალი პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრმა გახსნა. მათ სპექტაკლი "ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ" წარადგინეს. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" 25 ივლისს დაიხურება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. 275 შეფასება არ არის
|