x
image
თავისუფალი თაობა
პარლამენტმა უცხოელებზე ორგანოებით ვაჭრობა დაამტკიცა?!

imageimage"თავისუფლი თაობის" ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ყურადღება- პარლამენტმა უცხოელებზე ორგანოებით ვაჭრობა დაამტკიცა!
მე ამას არ დავიჯერებდი ჩემი თვალით რომ არ დამენახა და ჩემი ყურით რომ არ მომესმინა!
მოკლედ საქმე ესე იყო - ა.წ 22 ივნის დავესწარი ჩვენი პარტნიორი არასამთავრობოს მიერ შეთავაზებული კანონპროექტის განხილვას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე. პირველ საკითხად იყო გატანილი - პირდაპირ გეტყვით მეტად სახიფატო საკანონმდებლო ცვლილება!
საქმე ეხება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონს!
ყურადღება მიაქციეთ "ორგანოების გადანერგვა" და რაც მეტად საყურადღებოა ზემოთხსენებული კანონის ცვლილების ინიციატორი არც მეტი არც ნაკლები ქნ თამარ ხიდაშელი გახლდათ! როგორც გაირკვა აღნიშნული კომიტეტში რიგით მეორე იყო (მოგახსენებთ რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება რატომღაც დაჩქარებული წესით საპარლამენტო სამუშაოს დასრულებამდე რამოდენიმე დღით ადრე იქნა ინიცირებული ხიდაშელის მიერ და დღეს დღეობით უკვე სამივე მოსმენა აქვს გავლილი და თუ არ ვცდები კენჭიც აქვს ნაყარი)...
სიმართლე გითხრათ ზემოთხსენებულს მე ყურადღებას არ მივაქცევდი რომ არა მეტად საინტერესო ფაქტები:
1- თამარ ხიდაშელის მონდომება
2- დიმიტრი ხუნდაძეს დაინტერესება
3- (რაც მთავარია) კანონის მიხედვით ქართველ დონორს ეძლევა საშუალება საკუთარი ორგანოს ნაწილი მიჰყიდოს უცხოელს!!!
ყურადღება ---- ქართველებს იყენებენ უცხოელებისთვის დონორებად!!! და ამ ყველაფერს კურირებს ქბ თამარ ხიდაშელი რესპუბლიკელი!!!
- ეს საკითხი მეტად მიჩუმათებულია, არცერთ ტელევიზიით არ გასულა, არცერთ საინფორმაციო საშუალებით არ გავრცელებულა!!! ეს კიდევ უფრო მეტად აჩენს ეჭვს რომ ყოველივე ზემოთ ხსენებული ატარებს დაკვეთის ხასიათს! (სავარაუდოდ იმ ქვეყნის რომელიც მეტად დაკავშირებულები არიან რესპუბლიკურ პარტიასთან)
არ ვიცი, არ მინდა ვიფიქრო თუმცა მეფიქრება რომ სუროგატი დედების შემდეგ ეს კანონპროექტიც მეტად არაეროვნულ მიზნებს მოემსახურება, ყველაზე მეტად მე პირადად გამიკვირდა ბნ ხუნდაძეს მონდომება ამ საკითხის გატანასთან დაკავშირებით! პირდაპირ გეტყვით ბნ ხუნდაძე პრაქტიკულად ლობირებდა ამ კანონპროექტს და კომიტეტის წევრებს ქბ ხალვაშს, ქბ ჩხეტიანს, ბნ წერეთელს, ბნ წიკლაურს პრაქტიკულად აძალებდა მიეღო ზემოტხსენებული ცვლილება!
(რა დასამალია და ბნ -მა წიკლაურმა თავი შეიკავა )
- მივმართავ ჟურნალისტებს დაინტერესდით ამ თემით ! ეს არის ერის ხაფანგი!!!"

0
260
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0