x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
აფთიაქარის თარსი დღე – სახალისო ისტორია
image


ერთ საღამოს ქმარი სახლში დაბრუნდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოისვენებდა, მაგრამ კართან აქვითინებული ცოლი დახვდა. აცრემლებული თვალებით მან აუხსნა, რომ ამაში დამნაშავე აფთიაქარი იყო, რომელმაც საშინელი სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენამას დილით ტელეფონზე საუბრისას. ქმარი დაუყოვნებლივ ჩაჯდა მანქანაში და

ქალაქის ცენტრისკენ გაეშურა, რათა აფთიაქარისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა. სანამ

ის შეურაწმყოფელს ორ სიტყვას ეტყოდა, აფთიაქარმა უთხრა: " ერთი წუთით, ჯერ ჩემს


ისტორიას მოუსმინეთ: ამ დილით მაღვიძარამ არ დარეკა, ასე რომ გვიან მომიწია ადგომა. არც კი მისაუზმია ისე გავქანდი მანქანისაკენ; მაგრამ ღმერთმა დამწყევლოს თუ

ვიტყუებოდე, სახლის კარების და მანქანის გასაღები სახლში დამრჩა. ამიტომ მომიწია

ფანჯრის ჩამტვრევა. რადგან მაგვიანდებოდა, სიჩქარეს მოვუმატე, რის გამოც

დამაჯარიმეს. შემდეგ, აფთიაქისგან სამი კორპუსის დაშორებით საბურავი გამისკდა. როდესაც ბოლოს და ბოლოს მივაღწიე დანიშნულების ადგილს, დავინახე რომ უამრავი ადამიანი მელოდებოდა. გავაღე აფთიაქი და დავიწყე ამ ხალხის მიღება, ამავდროულად

კი ეს დაწყევლილი ტელეფონი რეკავდა და პირდაპირ თავში მირტყავდა. შემდეგ,

ხუთცენტიანების მთელი შეკვრა იატაკზე დამეფანტა, როცა სალაროს უჯრიდან

ვიღებდი. დავდექი მუხლებზე და ხელებზე ხურდის ასაკრეფად, ამ დროს კი

ტელეფონი ისევ რეკავდა. როდესაც წამოდგომა დავაპირე, თავი ძლიერ მივარტყი

სალაროს უჯრას, რომელიც ღია დამრჩენოდა. წავბარბაცდი და პირდაპირ ვიტრინაზე დავეცი, რომელიც სავსე იყო სუნამოებით – აქედან ნახევარზე მეტი დაიმსხვრა.

ტელეფონი ისევ განუწყვეტლივ რეკავდა. ბოლოს, როგორც იქნა მივედი და ყურმილი ავიღე. თქვენი ცოლი იყო – აინტერესებდა თუ როგორ უნდა გამოეყენებინა სწორი

ნაწლავის თერმომეტრი. ასე რომ, ბატონო, მე მას ვუთხარი, რომ...



0
385
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0