x
image
ბუბუ007
სად არის კარგი ცხოვრება?
ბევრი ადამიანის განსჯის საგანი ხდება ერთადერთი კითხვა:სად არის კარგი ცხოვრება?.

ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კარგი ცხოვრება ქალაქშია, ხოლო ნაწილი პროვინციაში.

სტატიის გაცნობის შემდეგ თქვენ თვითონ შეაფასეთ თუ სად უფრო უკეთესია ცხოვრება.

image


კარიერა და სამუშაო

ბევრმა თქვენთაგანმა იცის, რომ მსხვილი კომპანიები და ოფისები მდებარეობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.არც თუ, ისე დიდი ოფისები პროვინციაში..ასე, რომ ადამიანს უფრო დიდი შანსი აქვს, რომ სამუშაო მარტივად მოძებნოს ქალაქში.

მარტივად, რომ ვთქვათ პროვინციაში სამუშაო რთულად საშოვნია, ამას ემატება ისიც, რომ იქ ვერ ხდება პროფესიული განვითარება და ბევრი ახალგაზრდა მუშაკი ვერ ახერხებს თავისი ცოდნის რეალიზაციასა და სრულყოფას.


გზებზე არსებული მდგომარეობა

მოსკოვი დიდი ქალაქია, შესაბამისად ბევრი მაცხოვრებლით, რომელთა უმრავლესობას ჰყავს სატრანსპორტო საშუალება, აქედან გამომდინარე ხშირია მრავალკილომეტრიანი საცობები.ყველაზე დიდი საცობი მოსკოვში შეიქმნა 2014 წლის 25 დეკემბერს, რომლის სიგრძეც შეადგენდა 50 კილომეტრს.

პროვინციაში არსებულ გზებზე ასეთ წინააღმდეგობებს არ ვაწყდებით, იმისათვის რომ ჩვენთვის სასურველ ადგილამდე მივაღწიოთ საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე წუთი.


კულტურული ცხოვრება

კულტურული ცხოვრებით მოსკოვი წინა პლანზეა, ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, აქ მაღალი განვითარება, რაც უპირატესად იწვევს კულტურის მაღალ დონეს.

კულტურული ცხოვრება და მისი დონე პროვინციაში მარტივად, რომ ვთქვათ დაბალ დონემდეა დაყვანილი.

ეკოლოგია.

ეს ყველაზე რთული თემა მსოფლიოსთვის, რაც შეეხება ქალაქს –მოსკოვი, როგორც ავღნიშნეთ ინდუსტრიული ქალაქია, სადაც ასევე ბევრი ავტომობილი გადაადგილდება, რაც იწვევს ჰაერის დანაგვიანებას, ამას ხელს უწყობს ნაკლები გამწვანება.

პროვინცია ამ მხრივ წინა პლანზე დგას, აქ შეიმჩნევა მცენარეების სიუხვე და გამონაბოლქვის ნაკლებობა.


0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0