სხვა ილუზიური ღრუბელი 2012, 10 ნოემბერი, 1:50 უამრავი არქიტექტურული შედევრი არსებობს, მაგრამ ასეთ დიდებულ ნაშრომებთან არის კიდე მეტად უცნაური და ორიგინალური არქიტექტურული შედევრი, რომელიც ავსტრალიელმა არქიტექტორმა ტომას სარაკენმა შემოგვთავაზა. მან მიმართა ასეთ იდეას, რომ ადამიანი კი არ უნდა ოცნებობდეს ან იმის სურვილი ამოძრავებდეს, რომ ინავარდოს ღრუბლებში, არამედ მას ეს ყოველივე რეალობაში უნდა განეცადოს და ამის თვითმხილველიც უნდა გახდეს. ალბათ გაგიჩნდებათ თქვენც კითხვა თუ როგორ შეძლო მან ამ ოცნების ან როგორც თქვენ ისურვებთ სურვილის ასრულება? მან მიმართა პატარა ხრიკს იტალიის ქალაქ მილანის ერთერთ პატარა დარბაზში, სადაც პოლიეთილენის რამოდენიმე ფენისგან შექმნა ილუზიური ღრუბელი, რითაც იქ მისული საზოგადოება(ამ სურვილის მატარებლები) დიდად ნასიამოვნები დარჩა. 39 9-ს მოსწონს
|