საბუნებისმეტყველო კატები, რომლებიც მუდმივად კნუტებად რჩებიან 2015, 15 ივლისი, 18:40 ბარხანების (ქვიშის) კატები -არიან კატისებტთა ოჯახის პიტერ პენები. ამ ჯიშის კატები, მთელი სიცოცხლის მანძილზე, ისე გამოიყურებიან, როგორც კნუტები. ამიტომ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი არასოდეს ბერდებიან. ქვიშის კატები ბინადრობენ ჩრდ. აფრიკის ქვიშიან ტერიტორიებზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ცენტრალურ აზიაში და პაკისტანში. იმის გამო რომ მათზე დიდი მოთხოვნილებაა და არალეგალური ვაჭრობის ობიექტები არიან, მათი რიცხვი ისე ძალიან შემცირდა, რომ უკვე გადაშენების პირას არიან. იმის მიუხედავად, რომ კატები ძალიან საყვარლად გამოიყურებიან, ისინი კარგად არიან შეგუებულები საკმაოდ რთულ გარემო პირობებთან. ადვილად იტანენ ტემპერატურის ცვლილებას -5-დან +52 °C შორის და შეუძლიათ თვეების მანძილზე წყლის გარეშე ცხოვრება, მხოლოდ იმ მცირე სითხით არსებობა, რომელსაც საკვებთან ერთად იღებენ. 303 8-ს მოსწონს
|