x
image
pofiga
რატომ მეცადინეობს 9 წლის ბიჭი ქუჩაში? - ყველაზე ტრაგიკული ისტორია

imageფილიპინებში, ფოტოგრაფმა ჯოის ტორფრანსამ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს რომ პატარა ბიჭი ქუჩაში მეცადინეობს.
მან არ იცოდა. რომ ამ ფოტოების გამოქვეყნებით ბიჭის ცხოვრებას შეცვლიდა.

პატარას ხის პატარა მაგიდაზე რვეული უდევს, ხელში კალამი უჭირავს, თვითონ ტროტუარზეა მოკალათებული და წერს.

ფოტოები "ფეისბუქში" ვირუსულად გავრცელდა.

ბიჭი, რომელიც ქუჩაში მეცადინეობს, 9 წლის დანიელ კაბრერაა. მისი დედა, კრისტინა ესპინოზა მუშაობს მაღაზიაში მაკდონალდსის გვერდით, ანუ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეს ფოტოა გადაღებული.

ესპინოზა ქვრივია, რომელიც 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად მაღაზიის სარდაფში ცხოვრობს, მას შემდეგ სახლი დაეწვათ.

დანიელის დედა ამბობს, რომ პატარას მეცადინეობის პირობები არ აქვს და სარდაფში მხოლოდ დასაძინებლად შედიან, თუმცა ბიჭს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ კარგად ისწავლოს.

ფოტოების გავრცელების შემდეგ ოჯახს უამრავი ადამიანი დაეხმარა. საზოგადოება კი ახლა აგროვებს ფულს იმისათვის რომ მათ მინა უყიდონ.

2
97
2-ს მოსწონს
ავტორი:pofiga
pofiga
97
  
2015, 15 ივლისი, 17:36
სავსებით გეათანხმები
2015, 15 ივლისი, 16:47
ნეტა ამ ბიჭუნას მსგავსი მოტივაცია ბევრ სხვა ბავშვსაც ჰქონდეს...
0 1 2