.
18 წლის ჭაბუკ იკერ კასილიასს ჰქონდა დებიუტი რეალის რიგებში. მეტიც მან მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. „ეს იყო ენით აღუწერელი სასწაული“ განაცხადა იკერმა. მან დაიმკვიდრა თავისი ადგილი გუნდში და პრესაც ალაპარაკდა ამ ფენომენზე. და აი, მოხდა საწაულიც, 18 წლის იკერი ჩემპიონთალიგის გამარჯვებული გახდა. ეს მართლაც სასწაული იყო. მადრიდელებმა ვალენსია დაამარცხეს ფინალში და მერვედ დაეუფლა გუნდი ამ ტიტულს. ამ გამარჯვების მონაწილე გახლდათ იკერიც.
თუმცა ყველაფერი ისე რომ არ ხდება როგორც გვინდა ეს კასილიასის მაგალითზეც შეგვიძლია ვნახოთ. მან დაკარგა ადგილი გუნდში და გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე. ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდა და რეალის კარს ახლა უკვე ცეზარი იცავდა. მაგრამ მოვიდა ფინალის დღეც რეალი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
მეორე ტაიმის მეორე ნახევარში დაიმტვრა ცეზარი. მწვრთნელი იძულებული გახდა მოედანზე გამოეყვანა იკერი. და სწორედ აქედან დაიწყო სასწაული, რომელიც ფეხბურთში არცთუ ისე ხშირად ხდება. იკერმა გააკეთა ის რაც ჯერ არავის ჰქონდა გაკეთებული. მან განახორციელა ზედიზედ რამდენიმე სეივი, რომელსაც ალბათ რამდენიმე მეკარე ვერ მოიგერიებდა ერთად. და იკერმა რეალი ჩემპიონი გახადა. ეს იყო სასწაული, ენით აღუწერელი სასწაული.
ამ ყველაფრის ფონზე კასილიასმა დაიმკვიდრა საბოლოოდ ადგილი გუნდში და დღემდე პროგრესირებს. იგი არის რეალის და ესპანეთის ნაკრბის მეკარე. კასილიასი არის ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერი მადრიდში. მან შესძლო ის რაც ძალზედ ძნელი გასაკეთებელია. დღეს დღეობით კი იკერ კასილიას ფერნანდესი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლოში.