საბუნებისმეტყველო ცისფერი ყაყაჩო 2015, 15 ივლისი, 13:00 ეს ყაყაჩოები, შესაძლებელია, ყველაზე ცისფერი ყვავილები იყოს დედამიზის ზურგზე ცისფერი ყაყაჩო არის Meconopsis (ყაყაჩოს მსგავსი) betonicifolia და Meconopsis grandis ყაყაჩოების საერთო სახელი. ეს მცენარე საკმაოდ დიდი ზომის არის. მის ღეროზე საფხულის დაწყებისთანავე დიდი ცისფერი ყვავილები იშლება და სამი კვირის მანძილზე ყვავის. ცისფერი ყაყაჩოების ისტორია წმინდა გრალივივით არის ყველა ბოტანიკოსისთვის. ეს ყვავილი, ას წელზე მეტ ხანს ემალებოდა მკვლევარევს. მიკონოპსისის შესახებ, ლეგენდა 200 წლის წინ გავრცელდა, როდესაც ხალხში ხმა გავარდა, გამოგნებელი ყვავილის შესახებ, რომელიც ჰიმალაის მაღალ მთებში იზრდებოდა. ამბობდნენ, რომ ამ მცენარეს, მუქი ცისფერი, თუ კაშკაშა ლურჯი ყვავილები ჰქონდა. ბევრი ამ ამბავს გამოგონილად თვლიდა, რადგან ყველასათვის ცნობილი იყო რომ ყაყაჩოების სულ 4 ფერი არსებობდა: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი და თეთრი. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც დაიჯერა მისი არსებობის შესახებ და ძებნა დაიწყო. 1848 წელს, ერთ-ერთი პირველი, ყველაზე დიდი ყვავილებზე “მონადირე", ინგლისელი ჯოზებ ჰუკერი ნეპალში და ჩენეთში გაემგზავრა, ცისფერი ყაყაჩოს მისაძებნად და მისი თესლის ბრიტანეთში ჩამოსატანად. მას ძალიან გაუჭირდა მთებში სიარული, უდიდესი ფიზიკური ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა. გარდა ამისა, ის ადგილობრივებმა შპიონად მიიჩნიეს და დააპატიმრეს. საერთაშორისო დიპლომატიის ჩარევის შედეგად, რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ ის გაათავისუფლეს. ნეპალში მოგზაურობიდან ორი წლის თავზე, საზოგადოება აღაფრთოვანა ჰუკერის ცისფერმა ყაყაჩოებმა, რომელიც თავადვე გაზარდა, მოგზაურობიდან ჩამოტანილი თესლით. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ჯოზებ ჰუკერი პირველი ევროპელი არ იყო, ვინც ცისფერი ყაყაჩოები ნახა. ლეგენდის თანახმად, რომ ერთ-ერთმა ვინც ეს ყვავილები ნახა, ასევე ყვავილებზე “მონადირე" ბეტი შერეხი იყო. მან ცისფერი ყაყაჩოების მინდორი საზმარში ნახა. დილით, რომ გაიღვიძა, იქიტკე წავიდა რა მიმართულებითაც სიზმარში მიდიოდა და ულამაზესი ცისფერი ყვავილები აღმოაჩინა. დღეს უკვე ამ ყვავილების 50-მდე სახეობა არის აღრიცხული, რომლებიც ტიბეტში, დასავლეთ ჩინეთში და ჰიმალაის მთებში იზრდება. გარდა ამ რეგიონებისა, ცისფერი ყაყაჩოების კიდევ ერთი სახეობა (Meconopsis horridula), აღმოჩენილია ისლანდიაში, რომელიც ასევე ხარობს დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. ხოლო შლდონის ჰიბრიდული სახეობა, ხელოვნურად არის გამოყვანილი, ზემოთ ჩამოთვლილი ყვავილების საფუძველზე. ცისფერი ყაყაჩაო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია. მცენარის ყვავილოვან ღეროზე რამოდენიმე კოკორი გამოდის, რომლებიც რიგ-რიგობით იშლებიან, ყვავილობის პერიოდის მანძილზე. ყვავილის დიამეტრის ზომა 5-10 სმ-ია, გვირგვინის ფურცლების რაოდენობა - 4-8 ცალი, ხოლო ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა - 7 დღე არის. თუ ჰაერის პემპერატურა 30 გრადუს აღემატება, კოკორი არ იშლება. ცისფერი ყაყაჩო კარგად იტანს გადარგვას და მისი გამრავლება ადვილი შესაძლებელია, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნული იყო, მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა ძალიან მაძალი არ არის. ცისფერი ყაყაჩო ისევე, როგორც ყაყაჩოების ყველა სახეობა, ქიმიურად აქტიური მცენარეა. ის რთული სახეობის ალკოლოიდებს შეიცავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შხამიანია. ცისფერ ყაყაჩოს საუკუნეების მანძილზე იყენებენ აღოსავლეთის მედიცინაში. 1206 6-ს მოსწონს
|