x
image
ტორნადო07
გამოიცანი კატის ხასიათი მისი კუდის მოქმედების მიხედვით
კატა თავის ემოციურ მდგომარეობას კუდის მოძრაობებით გამოხატავს, ასე რომ თუ დაიმახსოვრებთ რას ნიშნავს კატის კუდის ესა თუ ის მდგომაერეობა გაიგებთ რა სურს კატებს.image

1) ზემოთ აწეული კუდი:

კარგის მანიშნებელია, კატა მეგორულადაა განწყობილი". ამ ცხოველს, რომ ფული ჰქონდეს სწორედ დრო იქნებოდა რომ გესესხათ.

2)კუდი 45 გრადუსზე:


კატას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა გააკეთოს ფეხზე მოგეფეროთ, თუ ფეხსაცმელი გაგიფუჭოთ.

3)კუდი მაღლაა აწეული და მოძრაობს:

კატა თამაშისთვისაა მზად, მაგრამ ნუ შეეხებით კუდზე.

4)კუდი ზემოთაა აწეული და ვიბრირებს:

თუ ამ სახლში პირველად ხარ ნუ მიიღებ ამ ჟესტ შენზე. კატები ასე ხვდებიან თავის პატრონებს.

5)აწეული კუდის ბოლო მოხრილი აქვს კითხვითი ნიშანივით:

კატა მეგობრულადაა განწყობილი, მაგრამ ამ ეტაპზე არ უნდა, რომ შენნაირმა ადამიანებმა შეაწუხონ.

6)კუდი იატაკის პარალელურად:

კატა შენდამი დადებითადაა განწყობილი.

7)კუდი ქვემოთაა დაშვებული:

შენ რაღაცით შეაშინე ის. თუ ამ დროს კუდს ამოძრავებს, მაშინ შიში თანდათან აგრესიით იცვლება.

8)კუდს ურტყამს იატაკს:

შესაძლოა კატაში მონადირის ინსტინქტმა გაიღვიძა და ის შეტევისათვის ემზადება, ან ის შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის უბრალოდ გაღიზიანებულია.

9)კუდი ზემოთ აწეული და გაშლილი აქვს: კატა შეშინებულია, მაგრამ საპასუხოდ შენს შეშინებას ცდილობს.

10)კუდი დაშვებული და გამაგრეულია: ერთი თქვენი უხერხული მოძრაობა და კატა ან გაიქცევა ან დაგკაწრავთ.

11)კუდი ფეხებს შორის აქვს ამოდებული: რითი შეაშინე ის ასე ზალიან? ეს ჟესტი იგივეა, რომ თქვენ ხელები მაღლა აწიოთ და შიშისგან ენა დაგებათ.

12)კუდის წვერი ვიბრირებს: კატა რაღაცით დაინტერესებულია.

0
291
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0