x
image
ტორნადო07
ნამდვილი მამაკაცის "ოქროს" წესები (ნაწილი I )
image1)თუ მიდიხარ ნაციონალურ რესტორანში, აირჩიე ის, რომელშიც დადიან იმ ნაციონალობის ადამიანები.


2)თუ აეროპორტში რეისზე აგვიანებ მოძებნე Fast Track-ცალკე ზოლი, რომელიც განკუთვნილია მათთვის ვინც აგვიანებს.


3)თუ მეგობარი ან ახლო ადამიანი გირეკავს პოლიციიდან და გთხოვს დახმარებას, შენ ვალდებული ხარ გააკეთო ყველაფერი რაც შეგიძლია.


4)შენ გაქვს უფლება მეორე მამაკაცს ფეხი დაარტყა ფეხებს შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის შენს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.



5)შენ გაქვს უფლება გასცე პასუხი "არ ვიცი", ნებისმიერ კითხვას, რომელიც ეხება შენს მეგობარს და კითხვის ავტორი მისი ცოლი ან მეგობარი გოგონაა.


6)არასოდეს დაჰპირდე ბავშვს ის რისი გაკეთებაც არ შეგიძლია.


7)შენ ვალდებული ხარ ათხოვო მეგობარს მანქანა, ბურღი ან სხვა ნებისმიერი ნივთი თუ მან ეს მინიმუმ 12 საათით ადრე გთხოვა.


8)შენ არ ხარ ვალდებული მეგობრული იყო შენი მეგობარი გოგონას დაქალების საქმროებთან ან ქმრებთან.


9)თუ რიგი დგას მხოლოდ ერთ ფანჯარასთან ან კართან, აუცილებლად მოძებნე მეორე ან ავტომატი ასეთივე ფუნქციებით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდი რიგს თუ ვერ იპოვი.


10)გზაზე ეცადე გაატარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ყველა მამაკაციდან მათ შენთვის ყველაზე ნაკლებად უნდა ზიანის მოყენება და დაგვიანების შემთხვევაში ყველაზე მეტად ისინი ზარალდებიან.


11)პიცა უნდა ჭამოთ ხელით. აიღეთ ნაჭერი და შუაში გადაკეცეთ.


12)თუ შენს სუსტ ან ძალიან მთვრალ მეგობარს ვინმე ეჩხუბება შენ ვალდებული ხარ მისი მხარე დაიჭირო. თუ შენი მეგობარი თვითონ ეძებს პრობლემებს და ცდილობს სხვის პროვოცირებას ამ შემთხვევაში არ ხარ ვალდებული დაეხმარო.


13)არასოდეს ეკამათო გამყიდველს, ოფიციანტს ან სხვა პერსონალს. კონფლიქტის შემთხვევაში მაშინვე მოითხოვე მმართველთან შეხვედრა და ყველა პრობლემური სიტუაცია მასთან გაარკვიე.


14)არასოდეს დაჰპირდე ქალს დაქორწინება და არასოდეს აუხსნა სიყვარული მხოლოდ იმ მიზნით რომ საწოლში ჩაიწვინო... ეს ნამდვილად არ შეეფერება მამაკაცს.


15)არასოდეს წაიყვანო წვეულებაზე საყვარელი თუ მეგობრები ცოლებთან ერთად მოდიან ან პირიქით.


16)ნავში არ ეცადო ნიჩბის მოსმა ხელის მოხრის გზით. ეს უნდა გააკეთო გასწორებული ზურგით და სწორი ხელებით.


17)მძღოლის წესი "მიეცი გზა სულელს".


18)თუ შენ თავს დაგესხა ზვიგენი, ხელის ნარჩენი მას პირდაპირ ცხვირში დაარტყი.


19)შენ ვალდებული ხარ შეაწყვეტინო შენს ნასვამ მეგობარს თუ ის ცდილობს სხვისი საიდუმლო გათქვას.


20)შენ არ გაქვს უფლება მოსთხოვა ქალს გიამბოს თავისი ყოფილი მეგობარი მამაკაცების შესახებ.


გაგრძელება იქნება...

0
283
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0