x
image
lady.ge
მერილ სტრიპის „ახალი როლი“
imageამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი ამერიკული Vogue-ის იანვრის ნომრის ფოტოსესიაში გადაიღეს.

ფოტოები ჟურნალისთვის გადაიღო ენი ლეიბოვიცმა.

გადაღება ჩატარდა ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში.

როგორც ყოველთვის მერილი დახვეწილი და მეტად ქალურია.


ფოტოგადაღება ერთგვარი რეკორდიც გახლავთ, რადგან მსახიობი 62 წლისაა და ამ ხნის ქალბატონი აქამდე ჟურნალის გარეკანზე არ მოხვედრილა.

ჟურნალის ისტორიის მანძილზე ყველაზე „ხანდაზმული“ ქალბატონი გახლდათ 54 წლის პრისცილა პრესლი, რომელიც 2004 წელს ფოტოსესიაში ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად გადაიღეს.

წელს მერილი ოსკარის ერთ-ერთი პრეტენდენტი გახლავთ ფილმში „რკინის ლედი“ შესრულებული მარგარეტ ტეტჩერის როლისთვის.

მერილ სტრიპი წელს ამერიკის გავლენიან ქალბატონებს შორის დასახელდა და მიწვეული იყო თეთრ სახლში დაჯილდოებაზე.

imageimage
imageimage
image


0
159
შეფასება არ არის
ავტორი:lady.ge
lady.ge
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0