კინო მსოფლიო თანამრდროვე კინემატოგრაფიის ყველაზე ლამაზი ქალები 2015, 18 ივლისი, 17:45 1. პირველ პოზიციას იკავებს ქალბატონი, რომელიც არა ერთხელ აღიარეს ყველაზე ლამაზ მსახიობად მსოფლიო კინემატოგრაფიაში და ის ასევე შედიოდა პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალების ჩამონათვალში, იმავდროულად აგრძელებდა წარმატებულ კარიერას საინტერესო ფილმებში მონაწილეობით და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ იყო დიდი სამსახიობო ტალანტით დაჯილდოვებული. საუბარია ანჯელინა ჯოლიზე, რომელიც ფლობს "ოსკარს" და სამ "ოქროს გლობუსს". მან საქვეყნო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ რაც შეასრულა ლარა კროფტის როლი ფილმში "ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი".
![]() ![]() 2. მეორე ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც უამრავ რეიტინგშია მოხვედრილი, ნატალი პორტმანეა, წარმოშობით ისრაელიდან. ის მალევე გახდა ცნობილი მას შემდეგ რაც სადებიუტო როლი შეასრულა ფილმში "ლეონი" ჟან რენოსთან ერთად. ![]() ![]() 3. ბოლო წლებში სერიოზულ პოპულარობას მიაღწია მსახიობმა და ფოტომოდელმა მეიგან ფოქსმა, რომელიც პრაქტიკულად ყოველ ახალ რეიტინგში იღებს მონაწილეობას. მეიგანი ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ითამაშა მიქაელა ბეინსის როლი მაიკლ ბეიას ბლოკბასტერში "ტრანსფორმერები". ![]() 4. სხვა ახალგაზრდა მსახიობებს შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ ყველასათვის კარგად ცნობილი "13" -ის როლის შემსრულებელი სერიალიდან "ექიმი ჰაუსი" – ოლივია უაილდი, მოგვიანებით გაიმყარა თავისი პოპულარობა ფილმით "ტრონი: მემკვიდრეობა". ![]() ![]() 5. ძალიან დიდი ხნის მანძილზე თანამედროვეობის ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობებს შორის წამყვანი პოზიციები ეკავა სკარლეტ იოჰანსონს, რომელმაც აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ფილმი "თარგმანის სირთულე". ![]() ![]() 6. მდედრობითი სქესის ყველაზე ლამაზი კინოვარსკვლავების უფრო ადრეულ რეიტინგებში ჩნდებოდა ავსტრალიელი და ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი ნიკოლ კიდმანი, რომელსაც თავის "არსენალში" გააჩნია "ოსკარის" ქანდაკება და სამი "ოქროს გლობუსი". ნიკოლი მონაწილეობას იღებდა უამრავ ცნობილ ფილმში, მაგრამ მისი სამსახიობო ოსტატობა ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა უკვე პოპულარული მსახიობების ჯიმ კერის, ტომი ლი ჯონსის, ჯორჯ ქლუნის, ველ კილმერისა და სხვა ჰოლივუდის ცნობილი ადამიანების ფონზე. ![]() ![]() 7. უფრო ძველი თაობის კიდევ ერთი ლამაზმანი ისევ საოცარ ფორმაშია და ხშირად ჩნდება მოდის ჟურნალებში. მიუხედავად იმისა, რომ ის 50 გადაცილებულია, დემი მური განაგრძობს საზოგადოების გაოცებას თავისი ახალგაზრდული გარეგნობით. მისი კარიერა წარმატებით ვითარდებოდა 80-90 წლებში, როცა ჯერ კიდევ ბრიუს უილისის ცოლი იყო. ![]() ![]() 8. მასზე ცოტა უფრო ახალგაზრდა, იტალიური წარმომავლობის მსახიობი და ფოტომოდელი, მონიკა ბელუჩი დიდი ხნის მანძილზე იყო ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალების რეიტინგების მონაწილე, თუმცა წამყვან პოზიციებს ვერ იკავებდა. მონიკამ ითამაშა ბევრ განსხვავებული ჟანრის საინტერესო ფილმში დაწყებული კომედიებით და ზღაპრებით, დამთავრებული ბოევიკებით და თრილერებით. ![]() ![]() 9. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მსახიობების რიცხვში ასევე შედის გვინეთ პელტროუ. ის ფლობს "ოსკარს", ოქროს გლობუსს" და "ემის" და არის თავად სტივენ სპილბერგის ნათლული. მისი კარიერა განვითარების პროცესში იყო 90 წლების ბოლოდან – 2000 წლების დასაწყისში, ახლა კი პიკს მიაღწია, მას შემდეგ რაც მონაწილეობა მიიღო ექშენ- ტრილოგიაში "რკინის კაცი". ![]() ![]() 10. კიდევ ერთი ქერათმიანი ჰოლივუდის მსახიობი – შარლიზ ტერონი – დამსახურებულად მოიპოვა მაყურებელთა სიმპატიები და ცნობილი გახდა 90 წლების ბოლოს, მას შემდეგ რაც ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა " ორი დღე ველზე", "ბუმბერაზი ჯო იანგი", "ეშმაკის ადვოკატი", და "მეღვინეების წესები". ![]() ![]() 11. ოსკარი, თავის კოლექციაში, აქვს კიდევ ერთ მსახიობს, რომელიც ფიგურირებს "მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობთა" ჩამონათვალში. – პენელოპა კრუსი, წარმატებული კარიერა გაიკეთა იმით, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ ფილმში 20 წლის მანძილზე.მათ შორისაა "კოკაინი" – ჯონი დეპთან ერთად და "ვანილის ცა" – ტომ კრუზთან ერთად. ![]() ![]() 12. კიდევ ერთი ცნობილი ლამაზმანი ჰოლი ბერი, პირველი შავკანიანი ქალი მსახიობია, რომელმაც მიიღო "ოსკარი" მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "მონსტრების მეჯლისი". ამას გარდა, ის "ოქროს გლობუსის" და "ემის" მფლობელია. 1986 წელს ჰოლი გახდა ასევე პირველი აფროამერიკელი, რომელმაც წარმოადგინა შეერთებული შტატები "მის მსოფლიოზე". შედეგად დაიკავა მეექვსე ადგილი. ![]() ![]() 13. სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავი და ბევრ კარგ კომედიაში მთავარი როლების შემსრულებელი, ნიჭიერი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი, თავის დროზე ასევე შედიოდა ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობების ჩამონათვალში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საჭორაო ობიექტად იქცა ბრედ პიტთან დაშორების მერე. ![]() ![]() 14. მიუხედავად იმისა რომ კეით ბეკინსეილი ნაკლებად პოპულარულია სამსახიობო კუთხით, მუდმივად ჩნდება თანამედროვე კინემატოგრაფიის ყველაზე ლამაზ ვარსკვლავთა რეიტინგებში. მან საზოგადოებას თავი გააცნო მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ისეთ ძვირადღირებულ ამერიკულ ფილმებში, როგორიცაა: "პერლ ჰარბორი", "ინტუიცია", "ვან ჰელსინგი" და კვადროლოგია "სხვა სამყარო". ![]() ![]() 15. ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობთა ჩამონათვალში ხშირად შედის კეტრინ ზეტა ჯონსი, კიდევ ერთი ბრიტანელი, რომელმაც მიიღო ოქროს ქანდაკება ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში "ჩიკაგო". ![]() ![]() 16. ბოლო წლების ბევრ რეიტინგში საკმაოდ მაღალ პოზიციებზე იმყოფება ჯესიკა ბილი – ამერიკელი მსახიობი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა პოპულარული მას შემდეგ რაც ითამაშა, უკვე კარგად ცნობილ მსახიობებთან ერთად, ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "მობილური" (კრის ევანსი და ჯეისონ სტეტჰემი), "ილუზიონისტი" (ედვარდ ნორტონი), "წინასწარმეტყველი" (ნიკოლას ქეიჯი). ![]() ![]() 17. კინოს სამყაროს ერთ-ერთ ლამაზმანად არაერთხელ დაუსახელებიათ ჟესიკა ალბა. მისი ფილმებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია თრილერი "ცოდვების ქალაქი", "ფანტასტიკური ოთხეული" და კომედიური ჟანრის ფილმი "წარმატებები, ჩაკ". ![]() ![]() 18. ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობთა ჩამონათვალში ხშირად მოიხსენიებენ ჯენიფერ ლავ ჰიუიტს, რომელიც ასევე არის პროდიუსერი, რეჟისორი და მომღერალი. ლიდერის პოზიციები არ დაუკავებია, მაგრამ ამ კუთხით მის მიმართ ყურადღება სერიოზულად გაიზარდა, რაც ითამაშა ფილმში "გულთამპყრობელები". ჯენიფერი თავის პოპულარობას უნდა უმადლოდეს როლებს სერიალებიდან "ბრწყინვალე ხუთეული" და "მოჩვენებებთან მოსაუბრე", ასევე მან მთავარი როლი შეასრულა საშინელებათა ფილმში "მე ვიცი რა ჩაიდინეთ გასულ ზახულს". ![]() ![]() 19. ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობთა რეიტინგებში ხშირად ენ ჰეთუეის სახელი ციმციმებს, რომელიც ფლობს "ემის" და "ოქროს გლობუსს". მისი მონაწილეობით ყველაზე უფრო ცნობილი ფილმებია: "ეშმაკი ატარებს პრადას", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "შავი რაინდი: აღზევება". ![]() 20. ჩვენს ჩამონათვალს ვასრულებთ შედარებით ნაკლებად ცნობილი მსახიობით და ყოფილი მოციგურავით ჯული ბენცით. მას შემდეგ რაც ითამაშა სერიალ "დექსტერში" ბევრმა ჟურნალმა აღიარა სერიალების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ვარსკვლავად. ამჟამად, ჯულის სამსახიობო კარიერაში წინსვლები აქვს – მისი სამუშაო გრაფიკი რამდენიმე წლით ადრეა გაწერილი. ![]() 729 8-ს მოსწონს |
100% გეთანხმებით, უნდა იყოს!