მორიგი თავსატეხი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის. რომელი ლაქის ფერი უფრო ჰგავს ფეხსაცმლის ფერს?
ინტერნეტში ჯერ არ განელებულა დებატები კაბის შესახებ, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და დააბნია თავისი შეფერილობით. და აი ვებსივრცეში კიდევ ერთხელ გამოჩნდა საკამათო თემა, რომელმაც კვლავ ხალხის აჟიტირება გამოიწვია. თემა შეეხება ორი განსხვავებული ლაქის ფერს და ნათელი ფერის ფეხსაცმელს. სწორედ “ტვიტერში'' გამოქვეყნებულმა ფოტომ კითხვით - რომელი ფერის ლაქი უფრო უხდება ფეხსაცმელს, წარმოშვა ეს გაუგებრობა.![მორიგი თავსატეხი ინტერნეტ
მომხმარებლებისთვის. რომელი ლაქის
ფერი უფრო ჰგავს ფეხსაცმლის ფერს? image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201507/2015071312132870485.jpg)
ფოტო მართლაც რამდენადმე დამაბნეველია, რადგან რთულია მიხვიდე ჭეშმარიტებამდე, მაგრამ თუ ერთ-ერთ ლაქს ხელს დააფარებთ და ისე შეადარებთ ფეხსაცმელს, ნამდვილად თვალსაჩინო იქნება, რომ მარჯვენა ლაქი მეტად გავს ფეხსაცმლის ფერს. მაშ რამ გამოიწვია დებატები?
სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე უამრავი გამოკითხვა ჩატარდა. მაგალითად, ერთ-ერთ ვებ-გვერდზე ასიდან 58.82% ფიქრობდა, რომ მარჯვენა ბევრად უფრო მიესადაგება, დანარჩენი 41.18% კი უპირატესობას მარცხენა ლაქს ანიჭებდა, რაც არც ისე ცოტაა. სწორედ ამიტომ ფოტო მსოფლიოს ელვის უსწრაფესად მოედო. ბევრის თქმით კი, ფეხსაცმელი ორივე ლაქის ფერია. არადა, ლაქები აბსოლუტურად განსხვავდება.
ექსპერტების თქმით, კაბისა და ფეხსაცმლის ფაქტი მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ყოველი ადამიანის თვალი ინდივიდუალურია და განსხვავებულად აღიქვამს ფერებს.
და თქვენ რას ფიქრობთ, მაინც რომელი ლაქის ფერი უფრო ჰგავს ფეხსაცმლის ფერს?