x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137965
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511725
კაცი, რომელსაც 70 წლის მანძილზე არაფერი უჭამია! მეცნიერები ინდოელ მამაკაცს იკვლევენ

image
ეს სასწაულია თუ უბრალო თაღლითობა? 83 წლის ინდოელი იოგი პრაჰად იანი აცხადებს, რომ 70 წელიწადზე მეტია არც არაფერი მიჭამია და დამილევიაო. ეს ყველაფერი კი მედიტაციისა და ღვთის წყალობის შედეგია. ამჟამად იოგი საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა თავს შესანიშნავად გრძნობს, ის რიგით გამოკვლევებ იტარებს.

ამჟამად იოგის ექსპერტები იკვლევენ, რათა დაადგინონ ეს ყველაფერი დიდი სცრუეა თუ ბუნების სასწაული. სხავა კვლევებთან ერთად, ექიმები მის თავის ტვინს, სისხლსა და გულს შეისწავლიან. იოგი მუდამ მეთვალყურეობის ქვეშაა და გასული ხუთშაბათიდან მოყოლებული, რომ არც არაფერი უჭამია და არც კუჭში გასულა, ამას არაერთი მოწმე და თვითმხილველი ჰყავს.

70 წელია იოგი ნულოვან დიეტაზეა

საიდან აქვს იოგს ენერგია და რით არსებობს მისი სხეული. თვითონ ამტკიცებს, რომ ის მედიტაციის წყალობით არსებობს. 8 წლის იყო, როდესაც ბერად ეკურთხა და მას შემდეგ თითქმის აღარაფერს ჭამს. კვლევების შედეგები დაახლოებით 2 თვეში იქნება და ყველაფერს ფარდა აეხდება.

image

პრესაში იოგის შესახებ 2003 წელსაც დაიწერა. მაშინ ის ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 დღის მანძილზე ვიდეო კამერების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ხნის მანძილზე, მას არც წყალი და არც საკვები არ მიუღია. როგორც BBC ირწუნება, იოგის ნება ჰქონდა 100 მლ წყალი დაელია, თუმცა ის წყალს მხოლოდ პირში ივლებდა და უკანვე აფურთხებდა. ექიმების გასაოცრად, ამ ხნის მანძილზე პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გუარესებულა. 2003 წელს ჩატარებული გამოკვლევების შედეგები დღემდე არ გასაჯაროვებულა. ინდოეთის რაციონალისტური ასოციაციის მტკიცებით, კი იოგი ერთი სოფლელი შარლატანია და მსოფლიოს მოტყუებას ცდლობს.

მეცნიერთა მტკიცებით, საშუალო წონის ჯანმრთელი ადამიანი 60 დღეზე მეტს ვერ იცოცხლებს საკვების გარეშე.image

0
1341
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0