კერძები ბოსტნეულისაგან ბადრიჯანი იტალიურად 2015, 12 ივლისი, 17:09 მასალა:
ბადრიჯანი - 1, 5 კგ.
ბულგარული წიწაკა - 0, 5 კგ.
პომიდორი - 1 კგ.
ხახვი - 2 თავი ნიორი - 1 თავი მარილი და მწარე წიწაკა - გემოვნებით მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, ქონდარი ზეთი - საჭიროების მიხედვით პროდუქტის მომზადება: 1. გაფცქვენით ბადრიჯანი და სიგრძეზე ძალიან თხელ ფენებად დაჭერით, მარილი მოაყარეთ და ერთი საათით გააჩერეთ; 2. დაჭერით ბულგარული წიწაკა კვადრატებად; 3. გაფცქვენით და დაჭერით პომიდორი კვადრატებად; 4. ერთად დაჭერით ხახვი და ნიორი; 5. დაჭერით მწვანილი; მომზადება: 1. გაწურეთ და შეწვით ბადრიჯანი. ტაფიდან ამოღებისთანავე (სანამ გაცივდება, თორემ შემდეგ გამაგრდება), ბადრიჯანი დაანაწევრეთ, შუაზე გაყავით ჩანგლებით; 2. მოთუშეთ ბულგარული წიწაკა თავდახურულ ტაფაში, როდესაც შეწითლდება, ამოიღეთ და ბადრიჯანს შეურიეთ; 3. ხახვი და ნიორი ერთად მოთუშეთ თავდახურულ ტაფაში; 4. როდესაც ხახვი შეწითლდება, ტაფაში ჩაასხით დაჭრილი პომიდორი; 5. პომიდორს მოხარშვის შემდეგ, დაამატეთ შემწვარი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა და კარგად ამოურიეთ; 6. როდესაც კერძი წამოდუღდება, გემო გაუსინჯეთ, ბადრიჯანი რადგან მარილიანი იყო, შესაძლებელია მარილი აღარ დასჭირდეს. დაამატეთ მწვანილი და მწარე წიწაკა, ერთხელ კარგად ამოურიეთ და ცეცხლი გამორთეთ. სახურავი დაახურეთ და 5 წთ. გააჩერეთ. ამ კერძის მოსამზადებლად, დაახლოებით 3 სთ. არის საჭირო. მაგრამ, იმდენად გემრიელია, რომ ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა. აქვე გთავაზობთ ბოსტნეულის რაგუს რეცეპტს, რომელიც ისეთი გემრიელი არ არის, როგორც ზემოთ მოცემული რეცეპტით მომზადებული კერძი, მაგრამ, სამაგიეროდ უფრო სწრაფად მოსამზადებელი კერძია. მასალა: პომიდორი - 800 გრ. ბადრიჯანი - 500 გრ. ბულგარული წიწაკა - 5-6 ცალი ხახვი - 2 თავი ნიორი - 5 კბილი ზეთი - 5 სუფრის კოვზი მარილი - გემოვნებით მწვანილი - ქინძი, ოხრახუში მასალის მომზადება: 1. გაფცქვენით და დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე, ჩხირებად. დააყარეთ მარილი და 1 სთ. გააჩერეთ; 2. გაფცქვენით და დაჭერით პომიდორი კუბიკებად; 3. ბულგარული წიწაკა დაჭერით სიგრძეზე, ძალიან წვრილად; 4. ერთად დაჭერით ნიორი და ხახვი; 5. დაჭერით მწვანილი; მომზადება: 1. ზეთში მოთუშეთ ხახვი და ნიორი. 2. დაამატეთ კარგად გაწურული ბადრიჯანი და დანარჩენი ბოსტნეული. 3. მოხარშეთ ნელ ცეცხლზე და თან, დროდადრო ურიეთ. 4. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, დაუმატეთ მარილი და მწვანილი და ცეცხლიდან გადმოდგით. 595 7-ს მოსწონს
|