მუსიკა ჯგუფ "t.A.T.u."-ს ყოფილ სოლისტს იულია ვოლკოვას ქართველი კანონიერი ქურდი ჰყავს საყვარლად 2015, 12 ივლისი, 13:52 მომღერლის წინა საყვარელი "შავი რიელტორი აღმოჩნდა(ასე უწოდებენ უძრავი ქონების სფეროში მომუშავე თაღლითებს), რომელიც 8 წლით გაემგზავრა ციხეში.
ახლა კი კვლავ ხმამაღლა შეგვახსენა თავი "ტ.ა.ტ.უ."-ს ექს სოლისტმა არა ახალი ჰიტით, რომელიც კაი ხანია აღარ ჩაუწერია, არამედ "ინსტაგრამზე" მამაკაცთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოთი, რომლის სახეც დაფარული იყო, ხოლო ქვემოთ მიწერილი ჰქონდა დამაინტრიგებელი კომენტარი:"როგორი აუცილებელია გყავდეს გვერდზე ადამიანი, რომელიც შენთანაა ყოველთვის!სჯერა შენი!მხარს მიბავს! ვუყვარვარ!". მალე გაირკვა კიდეც ვინ იყო იულიას იდუმალი ოცნების მამაკაცი.იგი აღმოჩნდა ქართველი კანონიერი ქურდი გიორგი ზარანდია, იულია აცხადებს, რომ უკვე მას ცოლად გაჰყვა და მისგან ბავშვსაც ელოდება. თინეიჯერული ასაკიდან მოყოლებული იულია ვოლკოვას მრავალრიცხოვანი საყვარლები ჰყავდა, სოფლელი ბიჭის-ანტონ ხრულევით დაწყებული და ხმის ჩამწერი სტუდიის მფლობელის და t.A.T.u.-ს პროდიუსერის ივან შაპოვალოვით დამთავრებული. 1403 6-ს მოსწონს 1-ს არა
|