საქართველო ფოთში კოღოს "მოსპობის" პროგრამა იწყება 2015, 10 ივლისი, 14:22 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება იწყება. პროგრამაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტიც არის ჩართული.
კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა შეწამვლითი სამუშაოების ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში განხორციელდება, მეორე ეტაპი-სექტემბერში. პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მუნიციპალიტეტის სამსახურებს, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებს, მოქალაქეებს. 222 1-ს მოსწონს
|