ამოცანები ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში 2015, 10 ივლისი, 13:59 გამოცანები: 1. კაცს მკვდარს პოულობენ მის სამუშაო ოთახში. მისი სხეული გადახრილია საწერ მაგიდაზე და ხელში რევორვერი უკავია. მაგიდაზე დევს დიქტოფონი. პოლიციელი რთავს დიქტოფონს და მაშინვე ისმის შეტყობინება: “ მე აღარ შემიძლია ცხოვრება. სიცოცხლეს, ჩემთვის, არანაირი აზრი აღარ აქვს ..." ამის შემდეგ, ისმის გასროლის ხმა. პოლიციელი მაშინვე მიხვდა, რომ საქმე თვითმკველობასთან კი არა, მკვლელობასთან ჰქონდა? კითხვა: როგორ მიხვდა პოლიციელი, რომ ადამიანი მოკლული იყო? 2. იმისათვის რომ ადამიანი მიწისქვეშა კომუნიკაციებში მოხვდეს, სპეციალური ჭები გამოიყენება. ამ ჭების უმრავლესობას, აქვს მრგვალი ფორმის სახურავი და არა კვადრატული ან მართკუთხა. კითხვა: რატომ არ შეიძლება, რომ ჭას მრგვალის გარდა, სხვა ფორმის სახურავი ჰქონდეს? 3. შესაძლებელია თუ არა, წყლის ადუღება ცეცხლზე, ქაღალდის ჭიქით? (პასუხი დაასაბუთეთ) 4. რა შემთხვევაში უყურებენ ციფრ 2-ს და ამბობენ “ათს"?5. თქვენ გსურთ დალიოთ ყავა რძით და ჭიქაში ყავა ჩაასხით, მაგრამ ამ დროს, სასწრაფოთ, რამდენიმე წუთში მოგიწიათ სხვაგან გასვლა. კითხვა: რა უნდა გააკეთოთ, რომ როდესაც დაბრუნდებით, ცივი ყავა არ დალიოთ: რძე უნდა ჩაასხათ წასვლამდე, თუ მას შემდეგ, რაც დაბრუნდებით და რატომ? 6. ითვლება, რომ ფრინველის კვერცხს სხვადასხვა ფორმის ბოლოები გარკვეული მიზეზის გამო აქვს. კითხვა: რატომ აქვს კვერცხს ერთი ბოლო წვეტიანი, ხოლო მეორე შედარებით მომრგვალებული? 7. დაასახელეთ ორი რიცხვი რომლის ციფრების რაოდენობა მათი სახელების ბგერების რაოდენობას ემთხვევა. პასუხები: 1. მიცვალებული თვითონ ვერ გადაახვევდა დიქტოფონის ფირს. 2. კვადრატური ან მართკუთხა სახურავი, შეიძლება, ჭაში ჩავარდეს, რადგან ჭის დიაგონალის სიგრძე, უფრო დიდი იქნება, ვიდრე სახურავის გვერდის სიგრძე. მრგვალი სახურავი კი უფრო უსაფრთხოა, რადგან შიგნით არასოდეს ჩავარდება, საითკეც არ უნდა მიაბრუნონ. 3. წყლის დუღილის ტემპერატურა უფრო ნაკლებია იმ ტემპერატურაზე, რომელზეც ქაღალდი იწყებს წვას. ნებისმიერი წყალი, თუნდაც მდუღარე, არ აძლევს ქაღალდს წვის საშუალებას. ამიტომ, წყლის ადუღება ქაღალდის ჭიქაში შესაძლებელია. 4. როდესაც საათს ვუყურებთ და ის რომელიმე საათის 10 წუთს უჩვენებს. 5. გაციების სიჩქარე, ცხელი სხეულის და გარემოს ტემპერატურების სხვაობის პირდაპირპროპორციულია ანუ რაც უფრო ცხელია სხეული, უფრო სწრაფად ცივდება ის. ამიტომ, საჭიროა ყავის სწრაფად შეგრილება, რძის დამატებით, რომ უფრო ნელა გააგრძელოს გაციება. 6. სფერული და ოვალური კვერცხები სწორ ხაზოვნად გორდებიან, ხოლო თუ კვერცხს ერთი ბოლო მომრგვალებული აქვს და მეორე წვეტიანი, წრიულად იწყებს დაგორებას. თუ კვერცხი დახრილ ან არასაიმედო ზედაპირზე დევს ის წრეზე დაგორდება და არა სწორ ხაზზე, რაც უკვე დიდი უპირატესობაა. 7. “ასი" - 100; “მილიონი" - 1 000 000. 13138 5-ს მოსწონს |
მხოლოდ პირველზე მივხვდი და ქაღალდის ჭქით წყლის ადუღება რომ შეიძლება, ვიცოდი.