ფოტოგრაფია ეროტიული ფოტოსესია 20-ე საუკუნის დასაწყისში (+13) 2015, 10 ივლისი, 11:23 სანამ სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდოდე, მინდა განგიმარტოთ მათ, ვინც აქამდე არ იცოდით თუ რა განსხვავებაა ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის.
ეროტიკა სექსუალური ემოციების გადმოცემის ხელოვნებაა. შედარებით ხშირად ეროტიკა გამოიხატება სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, ფილმებისა და სიმღერების საშუალებით. ეროტიულ ნაწარმოებში მოქმედი პერსონაჟების ქცევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიყვარულთან, ან სექსუალურ ჟინთან. ეროტიკა – ტერმინი მოდის ბერძნული სიტყვიდან „ეროსი“, რაც სურვილს ნიშნავს. პორნოგრაფია (ძვ. ბერძ. πόρνη η – მეძავი, როსკიპი და ძვ. ბერძ. γράφω – წერა, დაწერა) –პირადპირი, ვულგარულ-ნატურალისტური გამოსახულება, ან სასქესო ორგანოებისა და სასქესო აქტის სიტყვიერი აღწერა სქესობრივი აგზნების მიზნით. პორნოგრაფია იდევნებოდა საუკუნეების მაინძილზე ეკლესიისა და ხელისუფლების მხრიდან. ხშირად არჩევენ პორნოგრაფიასა (სექსუალური თემების ვულგარული ასახვა) და ეროტიკას (მხატვრული ასახვა). პორნოგრაფიისგან განსხვავებით ეროტიკა არ გულსხმობს სასქესო ორგანოებზე აქცენტირებას. ეროტიკაში მუდმივად არის დაუმთავრებლობის, სიუჟეტის დაუსრულებლობის განცდა. ეროტიკა ამავდროულად ყურადღებას უთმობს ადამიანთა შორის გრძნობიერ ასპექტებს, იყენებს რა სექსუალურ აქტს, როგორც ადამიანის სხეულის ესთეტიკის წარმოჩენისა და მოქმედი პირების სულიერი განცდების გამოსახვის საშუალებას. დღეს უკვე მოზარდ თაობასაც კი აღარ ესწავლება ამ სფეროში რაიმე, თუმცა გასული ერთი საუკუნის წინ ეს საკითხი უდიდესი ცენზურის წინაშე იდგა და განსაზღვრული ასაკობრივი შეზღუდვები გააჩნდა. ფოტოსესიას, რომელსაც შემდეგ ფოტოებად აღბეჭდავდნენ, უმეტესად საფრანგეთში ახდენდნენ და სათაურად "საფრანგეთის ღია ბარათები" ერქვა, რათა ფოტოგრაფებს არ შეელახათ საკუთარი რეპუტაცია და არ დაესვათ წერტილი კარიერისთვის, ამავე დროს კი არ დაერღვიათ კანონი, რომლის თანახმად მსგავსი ფოტოების ფოსტით (ფოსტის გარდა სხვა გზავნილი არ არსებობდა) გადაგზავნები აკრძალული იყო. "საფრანგეთის ღია ბარათების" პერსონაჟი ფრანგი მოდელი გოგონების ვინაობებიც შესაბამისად გასაიდუმლოებული იყო და ჩვენთვისაც უცნობია, ფოტოსესიამ კი უცვლელად მოაღწია და ეხლავე წარმოგიდგენთ. საფრანგეთი- ეროტიული ფოტოსესია 20-ე საუკუნის დასაწყისში- "საფრანგეთის ღია ბარათები": 2561 20-ს მოსწონს
|