სხვა ვიქტორიანული ეპოქის, ყველაზე უცნაური და საშიში "ტრენაჟორები" 2015, 11 ივლისი, 12:00 ჭარბი წონა ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი კი იტანჯება გარკვეული აკრძალებით- საკვებისა თუ სასუსნავის მხრივ, ხოლო ვისაც გააჩნია გარკვეული სახსრები, ის თავს უთუოდ იტვირთავს სატრენაჟორო თუ სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ზაფხულიც უკვე შუა პერიოდს განიცდის, მოვიდა ზღვის სეზონი და არსებული პრობლემის გამო, უმეტესმა თქვენგანმა უკვე დაიტვირთა თავი სპორტულ დარბაზებში სიარულით. სხვადასხვა ტრენაჟორის გავლენით კი გარკვეულ დიეტასთან ერთად, სასურველ ფორმაში დროზე ადრე ჩავდგებით. ვინ იცის რამდენი ლოცავთ ამ არაჩვეულებრივ სარბენ ბილიკს, თეძოების ვიბრომასაჟორს, პრესების შეზლონგსა და სხვას, რომლებიც ასე დახვეწილი და ეფექტურია ერთდროულად. ვინ იცის ისიც გიხარიათ, რომ სწორედ ამ დროში ხართ დაბადებულნი, დროში სადაც ყველაფერი განვითარების მაღალ საფეხურზეა და სრულიად კომფორტულ ცხოვრებას გვპირდება გაადვილებული ყოფით. თუმცა, აქვე მინდა შეგახსენოთ მათ, ვინც აქამდე არ იცოდა, რომ ტრენაჟორების წარმოშობა უკვე საუკუნეს ითვლის, მაშასადამე ისინი 1920-იანი წლებიდან არსებობს.
ალბათ ძნელი წარმოსადგენია ვიქტორიანულ ეპოქაში თუ როგორ უნდა ეარსებათ ამ ასე საჭირო მოწყობილობებს, თუმცა მართლა არსებობდა და მათი ხილვის შემთხვევაში უთუოდ დაგებადებათ აზრი, რომ წამების ინსტრუმენტებს უფრო წააგვანან, ვიდრე ტრენაჟორებს სპორტული დარბაზებისთვის. მიუხედავად ამ უცნაურობისა კი, ისინი მართლაც პროტოტიპებია თანამედროვე აღჭურვილობისა. მაშ, გთავაზობთ ვიქტორიანული ეპოქის, ერთი საუკუნის- ყველაზე უცნაურ და საშიშ ტრენაჟორებს: 1. ტრენაჟორი ცხენზე ჯირითის იმიტაციით. 2. ტრენაჟორი განკუთვნილი მხოლოდ ხელებისთვის. 3. მოწყობილობა სახის მასაჟისთვის. 4. ტრენაჟორი წელში გასასწორებლად. 5. მუცლის მასაჟორი. 6. ტრენაჟორი ხელებისთვის. 7. ზურგის მასაჟორი. 8. ტრენაჟორი ქუსლებისთვის. 9. ტრენაჟორი გაჭიმვისთვის. 10. ტრენაჟორი ხელებისთვის. და ბოლოს, გაურკვეველი დანიშნულების მქონე ორი ტრენაჟორი. 358 14-ს მოსწონს
|