x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

ყველა ქვეყანას და ყველა ერს აქვს საკუთარი ტრადიციები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ერის თვითმყოფადობის ეს ნიშნები ინახება, თანდათანობით იხვეწება და ამა თუ იმ დასახლებას აქცევს არა მარტო მომხიბვლელად, არამედ

პოპულარულადაც. ეს ადგილები დაუვიწყარ სანახაობა ხდება მათთვის, ვინც ოდესმე იქ მოხვდება.

ერთ-ერთა ასეთი დასახლება პოლონეთში მდებარეობს. ეს არის მცირე პოლონეთის

(Malopolski) მხარეში მდებარე პატარა სოფელი, რომანტიკული დასახელებით -“ცაცხვებს მიღმა".

ამ სოფლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იქ, ყოველი სახლი და

შენობა-ნაგებობა, დეკორატიული ნახატებით არის გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ

სახლის ორნამენტებით გაფორმების ტრადიციას, XIX ს-ის ბოლოსა და XX ს.

დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და დღემდე გრძელდება და ვითარდება.

სოფლის ორნამენტებისადმი დიდ ინტერესს იჩენენ როგორც ხელოვნებათმცოდნეები, ის ეტურისტები. რამოდენიმრ ხნის წინ, ამ სტილში ხატვის გაკვეთილების ჩარარება ადგილობრივ, სოფლის სკოლაში და მის მიმდებარე დასახლების პუნქტებში დაიწყეს.

ცაცხვებსმიღმა სოფელში არის 20 მოხარული სახლი და რამოდენიმე ათეული სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა.

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოშიყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

ზოგიერთ სახლში, შიდა კედლები და საყოფაცხოვრებო ნივთებიც ორნამენტებით არის გაფორმებული.

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

სახლების მორთვითა და გალამაზებით, ძირითადად ქალები არიან დაკავებულები. მათ ყვავილოვანი ორნამენტები დააქვთ სახლის კედლებზე, კარებებზე, ჭიშკარზე და

სახურავზეც კი.

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

ამ სოფელში, ხიდებიც კი მოხატულია...

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

... და ჭებიც

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

ზუსტად არ არის ცნობილი, ამ ტრადიციას საფუძველი როგორ ჩაეყარა. მაგრამ, არსებობს ვერსია, რომ ქალები ასეთი ნახატებით, კედლებზე გაჩენილ, მურის ლაქების

დაფარვას ცდილობდნენ.

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოშიყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

დღეს ამ ნახატებს მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვს, რადგან ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ლაქებიც გაქრა. ხოლო ცაცხვისმიღმელი ოსტატების ნახატები სულ უფრო და უფრო რთული და დახვეწილი გახდა. რომლებითაც მხოლოს საცხოვრებელ სახლებს და ჭიშკრებს კი არა, ცხოველების და ფრინველების სადგომებსაც ალამაზებენ.

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

ამ სოფლის ტრადიციებზე საუბრისას, ყოველთვის ახსენებენ ფელიცი ცურილოვას. რომელიც სოფელში გასული საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ორნამენტული ხატვის კულტურის დამკვიდრებაში. მისი ნამუშევრები, მოხატული კედლები და ავეჯი, მოქარგული ავეჯის და საწილის გადასაფარებლები და

სუფრები, დღემდე ინახება მისივე სახელობის სახლ-მუზეუმში.

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოშიყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

თავდაპირველად, ნახატები ძალიან მარტივი იყო და საღებავებსაც, ნაცრის, თიხის, კირქვის და აგურისგან, თვითონ ამზადებდნენ. ძირითადად ყვავილებს ხატავდნენ.

დღეს უკვე ნამდვილი საღებავებით მუშაობენ და ნახატიც უფრო რთული გახდა. მხოლოდ ერთი რამ დარჩა უცვლელი: არც მაშინ და არც ახლა, როდესაც მხატვარი

მუშაობას იწყებს, მას არა აქვს წინასწარ გამზადებული ჩანახატი. ის ერთი ყვავილით

იწყებს ხატვას და მას სხვა ყვავილებს ამატებს.

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოშიყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში

1984 წლიდან, სოფელში იმართება ყოველწლიური კონკურსი “მოხატული ქოხი".

კონკურსის დროს, ადგილობრივი მხატვრები ერთმანეთა ოსტატობაში ეჯიბრებიან: იგონებენ ყვავილების ახალ ორნამენტებს და ასრულებენ იმ ნამუშევრებს, რომლებიც წინა წლებში იყო დაწყებული.

ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში


5
1115
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1115
  
2015, 9 ივლისი, 17:04
ქალაქში არასოდეს არ გავიხედებოდი მე პირადად
2015, 9 ივლისი, 14:20
ასეთ სოფელში, ადამიანს სულ პოზიტიური განწყობილება ექნება. რა იქნება ჩვენთანაც რომ დამკვიდრდეს მსგავსი ტრადიციები?
2015, 9 ივლისი, 13:26
რა კარგიააა......
2015, 9 ივლისი, 13:21
ცხენს უნაგირი ექნება მოხატული, ალბათ.
2015, 9 ივლისი, 13:19
ცხენიც რომ მოერთათ ორნამენტებით, არა? :):)
0 1 5