ქალი და მამაკაცი 92 წლის ქალი საყვარელთან ერთად გაიქცა მოხუცთა თავშესაფარიდან 2015, 9 ივლისი, 11:08 ეიდსვოლიდან(ნორვეგია) 92 წლის მოხუცი ქალბატონი თავის 87 წლის ბოიფრენდთან ერთად გაიქცა მოხუცთა სახლიდან სტოკჰოლმში(შვეცია).
მომსახურე პერსონალმა ვერ აღმოაჩინა მოხუცი ქალი, დაუწყო ძებნა. ძებნა მას შემდეგ შეწყდა, როდესაც გაირკვა, რომ ქალი სტოკჰოლმში გაემგზავრა ავტომობილით რამდენიმე დღით თავის შეყვარებულის სახლში. "ეს ნამდვილად სულისშემძვრელი სიყვარულის ისტორიაა, -აღნიშნა კლინიკის ადმინისტრატორმა იანა ჰოლდსტატმა-გაქცეულს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია, უბრალოდ შეგვაშფოთა პერსონალი იმის, გამო რომ არ გაგავაფრთხილა წასვლას რომ აპირებდა." ჰოლდსტატმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მოხუცები 10 დღის განმავლობაში დარჩებიან სტოკჰოლმში მამაკაცის ბინაში, შემდეგ კი უკან, მოხუცთა თავშესაფარში დაბრუნებას აპირებენ. 622 7-ს მოსწონს 1-ს არა
|