x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე სასტიკი ცოლი უახლოეს ისტორიაში(+16)
1-ქალი, რომელმაც საკუთარი ქმარი მოკლა, ხოლო მისი ხორცისგან ბავშვებს სადილი გაუმზადა.image2000 წელს 37 წლის ავსტრალიელმა კეტრინ ნაითმა 37-ჯერ დაარტყა ქმარს, ტომ პრაისს დანა, რის შემდეგაც გვამი დაანაწევრა, ხოლო ხორცი კაუჭზე ჩამოკიდა.


ეჭვით შეპყრობილმა მეზობლებმა იმით რომ, პრაისების ოჯახში რაღაც ხდებოდა პოლიციას გამოუძახა.

ადგილზე მისულ პოლიციას საშინელი სურათი დახვდა ადგილზე. მისაღებში უთავო დანაწევრებული გვამი იდო, ხოლო სამზარეულოში, გაზქურაზე იდგა დიდი ქვაბი სადაც პრაისის ხორცი იხარშებოდა.ნაითს გამაზადებული ჰქონდა სხვადახვა კერძები გარნირით:თირკმელები კარტოფილით, ღვიძლი გოგრით, სოუსი კომბოსტოთი და ყაბაყით, ხოლო ყოველი კერძის გვერდზე იდო პატარა ფურცელი, რომელსაც პრაისის შვილების სახელი ეწერა.

image


ასე აპირებდა ქალი გერებისთვის ეჭმია საკუთარი მამა.


სასამართლოზე კეტრინი ამტკიცებდა, რომ არაფერი არ ახსოვს, დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ მან თავის მოკვა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.


კეტრინ ნაითი ერთადერთი ავსტრალიელი ქალი პატიმარია, რომელსაც მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ვადამდელი განთავისუფლების მოთხოვნის უფლების გარეშე.




2-ქალი, რომელმაც საკუთარ ქმარს პენისი მოაჭრა

image1993 წლის 23 ივნისს, 24 წლის ლორენა ბობიტმა, რომელიც ქალაქ მანასაში ცხოვრობდა(შტატი ვირჯინია, აშშ)მძინარე ქმარს, ჯონ უენ ბობიტს დანით პენისი მოაჭრა, რის შემდეგაც ჩაჯდა მანქანაში, გავიდა მინდორში და იქ ფანჯრიდან მოისროლა "კაცის ღირსება".


თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ შესაძლოა ქმარი სისხლისგან დაცლილიყო და დაღუპულიყო, ამიტომ 911-ს გამოუძახა.

image

შემდგომ თავის საქციელი ლორენამ ქმრის მხრიდან სასტიკი მოპყრობით და ძალადობით ახსნა.


პოლიციელებმა მინდორში მოჭრილი პენისი იპოვეს, ჩადეს ყინულში და საავადმყოფოში წაიღეს.9 საათიანი ოპერაციის შემდეგ ჯონ ბობიტს პენისი უკან მიაკერეს.


სასამართლოში ლორენმა განაცხადა, რომ ქმარი მას ხშირად სცემდა, ძალადობდა, მორალურად ანადგურებდა, აიძულებდა აბორტი გაეკეთებინა.

თავის მხრივ პრეტენზიები ჰქონდა ცოლის მიმართ ჯონ ბობიტს, საბოლოოდ სასამართლოზე ორივე გაამართლეს.

image

1995 წელს წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა.


ისარგებლა რა ჯონ ბობიტმა, რომ მთელ ქვეყანაში იმით გახდა ცნობილი, რომ "მიკერებული პენისი" ჰქონდა, გადაწყვიტა პორნომსახიობი გამხდარიყო.

imageimageსურათზე:პორნოფილმის პრემიერის შემდეგ სახელწოდებით"ჯონ უეტ ბობიტი არამოჭრილი ვერსია"-1994 წელი.





3-ცოლი, რომელმაც ქმარს უღალატა მას შემდეგ, როცა მეუღლემ თირკმელი გადაუნერგა და სიკვდილისგან იხსნა.

image2001 წლის ივნისში რიჩარდ ბატისტა მეუღლის დონორი გახდა.საკუთარი თირკმელი გადაუნერგა.

ქალს მანამდე თირკმლის ორი უშედეგო ტრანსპლანტაცია გაუკეთდა, დოქტორმა ბატისტამ საკუთარი თირკმელის შეწირვით ცოლი სიკვდილისგან იხსნა.


გამოჯანმრთელების შემდეგ მისმა ცოლმა ქმარს "მადლობა" იმით გადაუხადა, რომ უღალატა საკუთარ ფიზიოთერაპევტთან.

image


2005 წლის ივნისის თვეში დაიწყო გაყრის სასამართლო პროცესი.ქალმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ყველაფერში დამნაშავეა მისი ქმარი, რადგან საწოლში საერთოდ ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ იძულებული იყო ეღალატა.ამასთანავე ქალმა მოითხოვა სამი საერთო შვილთან ურთიერთობაში მამას შეეზღუდოს ურთიერთობის უფლება.

imageთავის მხრივ დოქტორმა მოითხოვა თირკმელის უკან დაბრუნება ან კონპესაცია 1, 5 მილიონი $.





4-ქალმა მოკლა 2 ქმარი, ხოლო მკვლელობა საკუთარ ქალიშვილს დააბრალა.


image2005 წელს 41 წლის სტეისი კასტორმა პატარა ინტიმური გარემო მოუწყო თავის მეორე ქმარს იმის გულისთვის, რომ ანტიფრიზით მოეწამლა, შემდეგ კი ისე მოეწყო, რომ თითქოს ეს თვითმკვლელობა იყო.ექსპერტმა გარდაცვლილის სისხლში ეთილენ ალკოჰოლი აღმოაჩინა.

imageსურათზე:სტეისის ქორწილი მეორე ქმართან 2003 წელი.



პოლიციამ სერიოზული ეჭვი მიიტანა ცოლზე, შეისწავლა მისი საქმე და აღმოჩნდა, რომ მისი პირველი ქმარიც მსგავსად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ამიტომ სამართალდამცავებმა გვამის ექსგუმაცია მოახდინეს.

image

მაიკლ უოლესი გარდაიცვალა 2000 წელს გულის შეტევით.ქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირველი ქმრის სისხლშიც ეთილენ ალკოჰოლი აღმოჩნდა.


თუმცა როდესაც პოლიციამ იგი დააპატიმრა, ქალს სათადარიგო გეგმა აღმოაჩნდა.


ყველაფერში საკუთარი ქალიშვილი დაადანაშაულა, დააბრალა საკუთარი მამის და მამინაცვლის მკვლელობა, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც პირველი ქმარი გარდაიცვალა, უფროსი გოგონა ეშლი სულ რაღაც 11 წლის იყო.

imageსურათზე: სტეისი თავის პირველ ქმართან და ქალიშვილებთან ერთად.




2007 წელს ეშლი საავადმყოფოში გადაიყვანეს მწვავე მოწამვლით, თან იპოვეს სიკვდილისწინა ბარათი, სადაც გოგონა "აღიარებდა" მამინაცვლის მკვლელობას.


გოგონა გადარჩა და 2009 წელს დედის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.


სტეისი კასტორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მეორე ქმრის მკვლელობისთვის და აგრეთვე საკუთარი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქმრის მკვლელობაც სახეზე იყო, მცირე მტკიცებულებების გამო სასამართლომ ბრალდება მოუხსნა.

imageსურათზე: სტეისი(ცენტრში) ქალიშვილებთან ერთად.






5-ქალი, რომელმაც 5 ქმრიდან 4 მოკლა.

image2007 წელს დააკავეს მოხუცი ქალაბატონი, 76 წლის ბეტი ნაუმარი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ქმრის, ჰაროლდ ჯენტლის მკვლელობაში 1986 წელს.

ქალის დაკავებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრესაში, როგორც აღმოჩნდა მოხუცი ქალის წინა ქმრებიც უცნაურ გარემოში გარდაიცვალნენ.


ბეტი პირველად 1950 წელს გათხოვდა სკოლის დამთავრებისთანავე, ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველი ქმარი უცნობმა ქუჩაში მოკლა .ეს მოხდა შტატ ოჰაიოში 1952 წლის ნოემბერში.

image

მეორე ქმარი ჯეიმს ფლინი 1955 წელს მოკლეს ნიუ-იორკში, მკლელობა ადგილობრივ ხულიგნებს მიაწერეს, როგორც წინა, ეს საქმეც გაუხსნელი დარჩა.


მესამე ქმარი 1966 წელს ფლორიდაში გარდაიცვალა, თითქოს გაუფრთხილებლობის გამო იარაღი გაუვარდა.


მეოთხე ქმარი უკვე ზემოთ ნახსენები ჰაროლდ ჯენტლია, რომელიც 1986 წელს აღმოაჩინეს საკუთარ სახლში მრავალრიცხოვანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. სახლიდან დაკარგული იყო ძვირფასი ნივთები.

პოლიცია ეძებდა მძარცველს ან მძარცველებს..ეს საქმეც გაუხსნელი შემოდეს თაროზე.

image


სურათზე:ბეტი შვილებთან, ჰარისთან და პეგისთან ერთად.



თუმცა ყველაფერი გამოაშკარავდა 2007 წელს, როდესაც პოლიციამ დაადგინა, რომ ჰაროლდ ჯენტლის მკვლელობისთვის ქალმა დაიქირავა კილერი, ყოფილი პოლიციელი, რომელსაც 5 000 $ გადაუხადა.


ქალს წინ 3 ქმრის მკვლელობა ვერ დაუმტკიცეს, სამაგიეროდ დაუმტკიცდა საკუთარი შვილის ჰარი ფლინის მკვლელობა 1985 წელს, თავიდან ითვლებოდა, რომ ბიჭმა თავი მოიკლა, თუმცა დედამ მისი სიკვდილით გვარიანი სადაზღვევო თანხა ჩაიჯიბა.

ხანდაზმული ასაკის გამო სასამართლომ ქალა 300 000 $-ის გირაო შეუფარდა.


ბეტი ნაუმარი მალევე გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი ლუიზიანის ერთ-ერთ კლინიკაში 2011 წლის 13 ივნისს.



2
417
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
417
  
2015, 8 ივლისი, 13:06
ჰოო მანიაკობაა
2015, 8 ივლისი, 13:04
მანიაკები, ცოლისგან ასეთი საფრთხე როგორ უნ და გაითვალისწინო...
0 1 2