x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაში და რა ცვლილებები განიცადა მოდამ ჩვენამდე?
ჩაცმა-დახურვის საკითხი ოდითგანვე აქტუალობას წარმოადგენს. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ აქტუალურ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით". საინტერესოა როგორ დაიბადა მოდა, რომელ საუკუნეებიდან ითვლის არსებობას და რა ცვლილებები განიცადა მან ჩვენამდე?

image


20-ე საუკუნის 10-ნი წლებში, როგორც ცნობილია ე.წ. "კორსეტები" ინარჩუნებდა აქტუალობას უცვლელად, თუმცა ეს სულაც არ იყო სასიამოვნო მანდილოსნებისთვის, ვინაიდან კორსეტი რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა ყოფილიყო შეკრული, რაც ქალის წელს უფრო ვიწროს და დახვეწილს აჩენდა. ამ სილამაზეს კი მსხვერპლად ეწირებოდნენ (არა ფატალურად), ვინაიდან სუნთქვის შეზღუდვა და დისკომფორტი ბატონობდა.


image



image





თუმცა 1906 წელს მათ "ამოისუნთქეს", რადგან დიზაინერ Paul Poiret-ის მეშვეობით შეიქმნა კაბები კორსეტის გარეშე, რომელიც მალევე მთელს მსოფლიოში მოდურ ეტალონად ითვლებოდა და "პოლი" კი მხსნელად მიიჩნიეს. თანდათანობით კვლავ განიცადა კაბებმა დახვეწა, რაც განაპირობა რუსმა დიზაინერმა Сергей Дягилев-მა. სერგეი ასევე პარიზში ქმნიდა საოპერო, ხელოვნურ და საგამოფენო კოლექციებს, რაც ქალბატონებს მეტ საშუალებას აძლევდა გემოვნება ჩამოჰყალიბებოდათ მაღალი მოდის (პარიზულ) დონეზე.


imageimage



მესამე ნაბიჯი რა თქმა უნდა უფრო წინსვლასთან ასოცირდება მოდის სამყაროში, ეხლა უკვე "ფუფუნებადი ცხოვრების" ამსახველი სტილი გაბატონდა, ვინაიდან "იმდროეინდელი" ქალბატონების "გორდერობებში" აღმოჩენილი იქნა ე.წ. "ბრეტელკებიანი კაბები", " დეკორატიული ბუმბული და ბეწვი", "სამკაულები" და "უამრავი აქსესუარი".


image




20 -ე საუკუნის 20-ნი წლები- ამ ნაბიჯზე უკვე დაიწყო ქალის ფორმებმა მნიშვნელობის და პოპულარობის დაკარგვა, რადგან უფრო სპორტულმა და თავისუფალმა სტილმა ჩაანაცვლა იგი. ეს ის პერიოდია, როდესაც თავი მსოფლიოს მაღალმა მოდის სახლებმა- " Nina Ricci ", " Chanel ", " Madame Paken ", " Jean Patou ", " Madeleine Vionnet ", " Jacques Doucet, " " Jacques Heim, " " Lucille " fur fashion house " Jacques Heim "-მა და სხვათამ გააცნო.

image




თავისუფალ და სპორტულ სტილს მალევე "Art Deco" მოყვა, რაც გულისხმობდა ეგვიპტურ მოტივებს, დეკორატიულ ორნამენტებს, ნაქარგებს, აქსესუარს, "ზიგ-ზაგურ" შტრიხებს. სწორედ "Art Deco"-ს გამოფენა მოეწყო პარიზში 1925 წელს.

image





20-ე საუკუნის 30-იან წლებში კი ჩაცმის სტილი უფრო დაიხვეწა და ამჯერად მოდის სამყარო ა.შ.შ-ში Hollywood-ი გახდა. მოდის გავრცელება კი უკვე ფოსტითაც ხდებოდა და არსებობდნენ მილიონობით მოდელები. ძალიან პოპულარულ ტანსაცმელად ითვლებოდა ასევე 30-იან წლებში ქალის პალტოები სხვადასხვა "შტრიხებით" და ქურთუკები, რომლებიც იმ დროინდელ ქუჩის სტილს წარმოადგენდა.

image

imageimageimage


20-ე საუკუნის 50-ნი წლები- ომის გამო საგრძნობლად გაუარესდა სოციალური მდგომარეობა, ცოლი კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა და კვირაში ერთხელ თუ ახერხებდა "საპარიკმახეროში" სიარულს თმის ვარცხნილობის გასაკეთებლად, სახლის პირობებში კი ყოველდღიურად ახდენდნენ საჭირო რიტუალის ჩატარებას- თმის დავარცხნას, მაკიაჟსა და ფრჩხილების მოვლას და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდგომ მიდიოდა ქალი სამზარეულოში ან რთავდა მტვერსასრუტს სახლის დასალაგებლად. ეს შეეხებოდა იმ ფენას, ვინც კრიზისი განიცადა ფინანსურად, განსაზღვრული ნაწილი კი ჩვეული რითმით განაგრძობდა ცხოვრებას და არ ჩამორჩებოდა მოდის მოვლენებს. ხოლო რაც შეეხება მოვლენებს, 50-იან წლებში ყველაზე თანამედროვე სტილად ითვლებოდა კებები ქვიშის საათის სილუეტის კონტრასტით, რაც ქალის ფორმებს უფრო მრგვალს აჩენდა, წელს ვიწროს და მკერდს კი სავსეს. იმ შემთხვევაში, თუ ქალს ასეთი სილუეტისთვის დამახასიათებელი ფიგურა არ ჰქონდა ბუნებრივად, იგი იყენებდა კორსეტს.

imageimage



20-ე საუკუნის 60-ნი წლები- ლეგენდარული წლები მსოფლიო მოდის ისტორიაში- თავისუფალი და გამომხატველი. ახალ სტილს კი ახალი ვარცხნილობები ესაჭიროებოდა და ამ ჯერად პირველი ადგილი ლონდონურმა ვარცხნილობებმა დაიკავა, რითაც პარიზს აჯობა და მეორე "პლანზე" გადაწია. სწორედ ამ პერიოდში გავიდა კინოთეატრებში ფილმი "ბაბეტა მიდის ომში", სადაც მთავარი როლი Brigitte Bardot-მა შეასრულა და სწორედ ამ ფილმში განსახიერებული გმირის ვარცხნილობა- მოკლე "ნაჩოსიანი" (აბიომით აწეული) გახდა მთელს მსოფლიოში პოპულარული. აქსესუარებში კი პოპულარულობით სარგებლობდა დიდი მძივები და დიდი სათვალეები, რომელიც მთელი სახის ნახევარს ფარავდა.

imageimage


1962 წელს რაც შეეხება, ეს იყო ემანსიპაციის პერიოდი, სექსუალური რევოლუციის ხანა. სწორედ ამ დროს დაინერგა ლონდონური სტილი Mary Quant-ის წყალობით- "მოკლე ქვედაბოლოები".

imageimageimage


70-იან წლებში მოდა დემოკრატიული გახდა, საკუთარი გემოვნების მიხედვით ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ ფული- ირჩევდნენ მოდურ სტილს- ეთნოსური, დისკო, სპორტული, კლასიკური, თავისუფალი, ხიპური, მინიმალიზმური, რეტრო და ა.შ, რომელთაც უფრო მოდურს ხდიდა "კომბინიზონი", "შლაქსი შარვალი", "ბლუზები დიდი ნათელი პრინტებით", "ტრაპეცია ქვედაბოლოები" და სხვა. ფეხსაცმელს რაც შეეხება, უკვე ე.წ. პლატფორმამ დაიდო ბინა.

imageimageimage


80-ნი წლები მოდური ტრენდების გადახლართვისა და რეინკარნაციის პერიოდია, როდესაც ერთმანეთს შეერწყა ახალგაზრდული სუბკულტურული, მუსიკალური, როკული, სპორტული, ბრეიქი, ტექნო, აერობიკის სტილი, ერთი სიტყვით სრული სიგიჟე და ქაოსი.

imageimage




20-ე საუკუნის 90-ნი წლები- აქამდე მოდაში არსებულ ყველა ბრენდს 90-იან წლებში ცვლის პრინციპი -"საკუთარი იმიჯი", რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საკუთარი სურვილისამებრ ირჩევდა ტანსაცმელს და არ ჰქონდა განსაკუთრებულ პრინტსა და სტილს ადგილი. თუმცა მაინც ძირითადად ყველა ჯინსზე ამახვილებდა ყურადღებას, იმ დროისათვის აქტუალური იყო როგორც ჯინსის შარვალი, ასევე პერანგიც (სარუჩკა).

imageimageimage



სახასიათოდ დღევანდელი მოდური სტილის ფოტოებსაც დავურთავ სტატიას და ყველა თგვენგანი დაეთანხმება გამონათქვამს, რომ მართლაც "ყველაფერი ახალი, კარგათ დავიწყებული ძველია"...

imageimageimageimageimageimageimageimage




მიუხედავად მოდის ამგვარი ცვლილებისა და დახვეწისა, მოდის ექსპერტები გვინმარტავენ, რომ ქალმა სრული კომფორტი რომ იგრძნოს ჩაცმის მხრივ, აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარადაში 12 რამ, რომლებიც არის უნივერსალური და არასდროს არ გადადის მოდიდან:


1. ჯინსი.

imageimage



2. ქუსლიანი ფეხსაცმელი.

imageimage



3. ტყავის შავი ქურთუკი.

imageimage



4. ქვედაბოლო- ფანქარი.

imageimage



5. თეთრი პერანგი. (სარუჩკა)

imageimageimage


6. პიჯაკი.

imageimage




7. გრძელი ქვედაბოლო.

imageimageimage




8. როლინგი.

imageimage


9. მაღალყელიანი ჩექმა.

imageimageimage


10. კარდიგანი (ნაქსოვი ჯაკეტი).

imageimageimage


11. ტრენჩი, პლაში.

imageimage





12. მოკლე შავი კაბა.

imageimageimage

6
968
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
968
  
2015, 7 ივლისი, 21:53
მადლობა ალექს ;)
2015, 7 ივლისი, 21:18
უფფ მაგარი სტატიაა..... საღოლლლ
2015, 7 ივლისი, 19:53
ნამდვილად :)
2015, 7 ივლისი, 19:50
ქალური ბედნიერება
2015, 7 ივლისი, 19:49
დიდი მადლობა გუჯა, კი დავიღალე :)
2015, 7 ივლისი, 19:47
სტატია ხომ " მაგადია და მაგადია", მაგრამ შენმა ნებისყოფამ კიდევ ერთხელ გამაოცა მაკა-უამრავი რესპექტი
0 1 6