სხვა შოკოლადი მისი თვისებები და საინტერესო ფაქტები 2015, 5 ივლისი, 21:59 ისტორია
შოკოლადი, რომელსაც ხშირად ღმერთების საკვებად მოიხსენიებენ საკმაოდ დიდი ისტორიის მქონეა.თავდაპირველად შოკოლადის მოხმარება დაიწყეს მეზოამერიკულმა
მოსახლეობამ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ისინი შოკოლადს ისეთივე სახით არ მოიხმარდნენ, როგორც ჩვენ მოვიხმართ დღეს.თავდაპირველად შოკოლადი გამოიყენებოდა, როგორც სასმელი ოღონდ არა ტკბილი არამედ მწარე, რადგანაც აცტეკები, მაიას ხალხი და სხვა მეზოამერიკული ტომები შოკოლადს შემდეგნაირად ამზადებდნენ:კაკაოს მარცვლებს უმატებდნენ სხვადასხვა სანელებლებს, ასევე წიწაკას და შედეგად იღებდნენ ცხარე სასმელს.
სხვადასხვა ტიპის შოკოლადი მათი მომზადების წესი და თვისებები რძიანი შოკოლადი - მის მთავარ ინგრედიენტს კაკაოს მარცვლები და რძე წარმოადგენს. თავდაპირველად რძიანი შოკოლადი შვეიცარიელმა კონდიტერმა დანიელ პიტერმა შექმნა, როგორც მყარი შოკოლადის ფილა.1870 წლამდე მხოლოდ ის სითხის სახით არსებობდა მხოლოდ. რძიანი შოკოლადი დიდი რაოდენობით შეიცავს ჰიდროგენერირებულ ცხიმებს, რომელთაც ბევრი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობაზე.ისინი ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარენ რძიან შოკოლადს დგანან გულის დაავადებების, ინსულტის, სიმსუქნის და კიბოს რისკის ქვეშ. შავი შოკოლადი- შავი შოკოლადი დამზადებულია კაკაოს მარცვლებზე ცხიმებისა და შაქარის დამატების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს რომ შავ შოკოლადს შეუძლია გაამჯობესოს ტვინისთვის სისხლის მიწოდება.რაც მთავარია თუ თქვენ შეიძენთ ნამდვილად შავ შოკოლადს რომელიც უმეტესად გაჯერებული ქინება კაკაოს მარცვლებით შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, რადგანაც ის შეიცავს თეობრომინს, რომელიც ცხიმებს წვავს. ცხელი შოკოლადი - როგორც წესი ის შედგება, დაფხვნილი შოკოლადის, მდნარი შოკოლადის, კაკაოს ფხვნილის რძისა და წყლისაგან. ცხელი შოკოლადის მიღებით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ორგანიზმში თრომბოციტების დაგროვებას.ცხელ შოკოლადს შეუძლია დაარეგულიროს არტერიული წნევა და სისხლის მიწოდება ორგანიზმში. თეთრი შოკოლადი - თეთრი შოკოლადი სინამდვილეში საერთოდ არ არის შოკოლადი რადგანაც ის შედგება:შაქრის, რძისა და კაკაოს კარაქისაგან.მის შესაქმნელად საერთოდ არ გამოიყენება კაკაოს მარცვლები, რაც ყველა სხვა დანარჩენი შოკოლადის მთავარი ინგრედიენტია. საინტერესო ფაქტები შოკოლადის შესახებ 1)თეთრი შოკოლადი რეალურად შოკოლადი არაა რადგანაც ის კაკაოს მარცვლებს არც კი შეიცავს 2)დაახლოებით 400 კაკაოს ამრცვალია საჭირო 450 გრამი შოკოლადის დასამზადებლად 3)მთლიანობაში ყველა ამერიკელი წამში 100 ფუნტ შოკოლადს მიირთმევს 4)ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა მსოფლიოში იწონიდა 5, 792 კილოგრამს 5)უკვე არსებობს შოკოლადის ჩიფსებიც 6)ყოველდღიურად შავი შოკოლადის მოხმარება 1/3-ით შეამცირებს გულის დაავადებებს 7)შოკოლადის დიდი რაოდენობით მომხმარებლები განიცდიან ისეთივე ეფექტს, როგორც ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას.ისინი არიან ამაღლებულ ხასიათზე, თავს გრძნობენ ლარად და მხიარულად.ასეთ ადამიანებს "chocoholic"-ებს უწოდებენ 8)შოკოლადს შეუძლია ძაღლების მოკვლა 9)შოკოლადს გააჩნია ანტი ბაქტერიული ეფექტი და იცავს კბილებს კარიესისგან 10)ისევე როგორც ძაღლების ასევე კატების მოკვლაც შეუძლია შოკოლადს 674 1-ს მოსწონს
|