საზოგადოებრივი კოლხეთი ძვ.წ VI-IV საუკუნეებში 2015, 9 თებერვალი, 0:11
ძველ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით დამოუკიდებელი კოლხეთის პოლიტიკური ეკონომიკური ცენტრი ქალაქი ფაზისი უნდა ყოფილიყო.ამ დროისათვის შავი ზღვის როგორც აღმოსავლეთ ასევე სამხრეთ სანაპიროზე ძალიან ბევრი ბერძნული ახალშენი არსებობდა.ამ ახალშენებიდან ყველაზე გამოსარჩევი კი არის: ფაზისი, გიენოსი(ოჩამჩირე), დიოსკურია(სოხუმი), სავარაუდოდ ეს ახალშენები ქალაქ მილეტიდან მოსულ ბერძნებს უნდა დაეარსებინათ.ბერძნული ახალშენების დაარსებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა შავიზღვისპირეთის მოსახლეობის ანტიკურ სამყაროსთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის გაცხოველებაში რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური პროცესების განვითარებას ადგილობრივ მოსახლეობაში. ძვ.წ VI საუკუნეში კოლხეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში აქტიურ როლს ასრულებდნენ იონიური სავაჭრო -სახელოსნო ცენტრები.აქაური ნაწარმი, კერამიკა, ზეითუნის ზეთი, მარცვლეული და სხვა პროდუქცია ნაპოვნია ბათუმის, ქობულეთ-ფიჭვნარში, ფოთის მიდამოებში.სანაცვლოდ კოლხეთიდან კი გაჰქონდათ ხე-ტყე რომელიც საუკეთესო იყო გემების ასაშენებლად, ცვილი შესაძლოა ოქროც და ასევე რკინაც.შავიზღვისპირეთის ქვეყნები აგრეთვე წარმოადგენდნენ მონების ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს.შესაბამისად კოლხეთიდანაც გაჰყავდათ მონები რომლებიც ანტიკურ წყაროებში არაერთხელ არის მოხსენიებული.
924 5-ს მოსწონს
|