სიახლეები ბანანის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის 2015, 5 ივლისი, 18:53
1)ბანანი ეხმარება ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში.ბანანი შეიცავს ისეთ ამინომჟავას,
როგორიცაა თრიპტოფანი, რომელიც ადამიანის ტვინში აღძრავს დადებით ემოციებს.
2)რთული და მძიმე სამუშაოს შესრულებისას გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად
კარგი საშუალებაა ბანანის ჭამა რადგანაც ის ადამიანს ძალიან დიდ ენერგიას მატებს. 3)ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით B-6 ვიტამინს რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე თავიდან აგვაცილებს ანემიის განვითარებას. 4)თუ ბანანს ღამით მივირთმევთ ის შეამცირებს კუნთის კრუნჩხვებს. 5)თუ დილით ადრე გაქვთ გამოცდა, საუზმობას კი ვერ ასწრებთ მიირთვით ორი ცალი ბანანი და ის აგავსებთ, როგორც ენერგიით ასევე ხელს შეუწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, რაც გამოიხატება მაქსიმალური კონცენტრაციით. 6)ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და მცირე რაოდენობით მარილს, რაც იმასნიშნავს, რომ ის იდეალური საკვებია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან ჰიპერტენზიით 7)ბანანის ჭამა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ პრე მენსტრუალური სინდრომები, როდესაც თქვენ იგრძნობთ სინდრომებს მიირთვით ბანანი, მას აქვს საკმარისი ძალა რომ მოგიხსნათ ეს პრობლემა. 8)ბანანის ჭამა სასარგებლოა ადამიანის საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის, რადგანაც ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია ტოქსინების დასაშლელად და ასევე იცავს ნაწლავის მიკროფლორას. 9)ბანანის კანი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება დამწვარი ადგილის განსაკურნებლად ამისთვის მის შიდა მხარეს დაზიანებულ ადგილზე ადებენ. 10)ასაკის მატებასტანე რთად ადამიანი კარგავს კალციუმს, ხოლო ბანანი დაკარგული კალციუმის შესავსებად საუკეთესო გზაა კალციუმი კი საჭიროა ძვლების სიმტკიცისათვის.ბანანის მოხმარება ნებისმიერ ასაკში არის რეკომენდირებული 1953 შეფასება არ არის
|