კონფლიქტები ზემფირამ თბილისში კონცერტის დროს უკრაინის დროშა შემოიხვია ყელზე,რასაც უარყოფითი რეაქცია მოყვა რუსეთში-ვიდეო 2015, 5 ივლისი, 10:32 ზემფირას ჟესტს თბილისში გამოსვლის დროს, როგორც მოსალოდნელი იყო უარყოფითი რეაქცია მოყვა რუსეთში.
ცნობილმა როკ-მომღერალმა ზემფირამ თბილისში კონცერტის დროს სცენაზე უკრაინის დროშა ააფრიალა და შემდეგ ყელზე შემოიხვია.ეს მოხდა იმ დროს, როდესაც მომღერალი კომპოზიცია "Интересно, как ты там. Буду думать, что в порядке"-ს ასრულებდა. ზემფირას ამ ჟესტით დაინტერესდა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი. მან თავის მიკრობლოკიდან Twitter-ის მომხმარებლებს მიმართა:"გთხოვთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება თბილისში ზემფირას აქციის მიმართ, სადაც სიმღერის დროს იგი უკრაინის დროშას აფრიალებდა.ვინც წინააღმდეგია -რეტვიტი.ვინც მომხრეა-რჩეულებში." წინააღმდეგია 3513, მომხრე 1470.როგორც ხედავთ რუსულ საზოგადოებაში უმეტესობას ზემფირას საქციელი არ მოწონს. 123 7-ს მოსწონს 1-ს არა
|