კონფლიქტები თინა კანდელაკი ითხოვს სიკვდილით დასჯა აღდგეს და თან სტალინის სიტყვებს ციტირებს 24 მარტი, 14:16
მოსკოვის „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, პუტინის მომხრე ცნობილმა ადამიანებმა სოციალურ ქსელებში რადიკალური მესიჯების გაავრცელეს.
ერთ-ერთი არის, ტელეწამყვანი და პროდიუსერი, კრემლის პოლიტიკის მეხოტბე, თინა კანდელაკი. იგი ითხოვს რუსეთის ფედერაციაში სიკვდილით დასჯა აღადგინონ . ამის შესახებ მან თავის Telegram- არხზე დაწერა. "კომპრომისების და დათმობების დრო სამუდამოდ დასამარდა, დაიწვა, გაითელა. არა დღეს და არც გუშინ. მტერი დიდი ხანია ცნობილია. მან თავად თქვა ყველაფერი. ჩვენი მტრების ფერფლი არასოდეს ჩამოეფარებათ თვალებზე რუს ხალხს. მიცვალებულები შურისძიებას ითხოვენ, მაშინაც და ახლაც“, - განაცხადა კანდელაკმა. თინა კანდელაკმა თავისი პოსტის და მოსაზრების გასამყარებლად გაიხსენა საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის სიტყვები: „დროა გადამწყვეტად და შეუქცევად ვთქვათ, რომ ჩვენ მტრებს არ უნდა შევუთანხმდეთ, არამედ უნდა ვებრძოლოთ“. კანდელაკმა აღნიშნა, რომ სრულიად ეთანხმება ამ ფრაზას და, როგორც ამბობენ, ახლა ჰუმანიზმზე საუბარი არ შეიძლება. „მიმაჩნია, რომ როდესაც ყველა დასახელდება, სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს: ეს უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის საჩვენებელი. საბჭოთა პერიოდში იყო შესანიშნავი პრაქტიკა და სირცხვილია, რომ ახლა სიკვდილით დასჯა არ არსებობს. ასეთ მტრებს, მხოლოდ უმაღლესი სასჯელი- დახვრეტა!“, - წერს კანდელაკი. 218 2-ს მოსწონს
|