საბუნებისმეტყველო ისინი უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია - ყველაზე ჭკვიანი ცხოველები 2015, 2 ივლისი, 22:18 უამრავი კვლევის საფუძველზე, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ზოგიერთ
ცხოველს გააჩნია მაღალი დონის ინტელექტუალური მონაცემები. ყოველგვარი აპარატურისა და ანალიზის გარეშე, სახლის პირობებში, ნებისმიერ
ყურადღებიან ადამიანს, შეუძლია მსგავსი დასკვნის გაკეთება, შინაურ ცხოველებზე
დაკვირვების შემდეგ.
ამ სტატიაში, თავმოყრილია იმ ცხოველების მოკლე დახასიათება, რომლებიც ყველაზე მაღალი ინრელექტუალური დონით გამოირჩევიან: სპილოები ყველაზე დიდი ცხოველები არიან, ჭკვიან ცხოველებს შორის. ისინი გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით და საუკეთესო მეხსიერებით. ბოლო კვლევების საფუძველზე, დაადგინეს, რომ სპილოებს ერთმანეთთან შორ მანძილზე შეუძლიათ დაკავშირება. ამას ისინი ვიბრაციით აკეთებენ, რომელიც მიწაში ვრცელდება, როდესაც ისინი ფეხს აბაკუნებენ. სპილო, გრძნობიარე ფეხის კანით და ხორთუმით იღებს ამ გზავნილს. სწორედ ამ გზით გადასცემენ ისინი ინფორმაციას ერთმანეთს ხიფათის შესახებ. დელფინები, ბევრი მეცნიერის აზრით, ყველაზე ჭკვიან ცხოველები არიან დედამიწაზე. ფაუნის ამ წარმომადგენლების საკონტაქტო ენა ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ მისი ანალიზი, იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ ეს ძუძუმწოვრები, განსაკუთრებული ინტელექტით გამოირჩეულ არსებებად ჩავთვალოთ. ძაღლები ბავშვების ყველაზე საყვარელი ცხოველები არიან. მათ 250-მდე ბრძანების შესრულება შეუძლიათ. ისინი ადამიანების ყველაზე ერთგული ცხოველები არიან. ძაღლების ჯიშიდან, ყველაზე ჭკვიანებად პუდელები ითვლებიან. კატები ინტერნეტის ნამდვილი ვარსკვლავები არიან. მსოფლიო ქსელში უამრავი სურათი და ვიდეო მასალა არის განთავსებული, რომლებზეც ასახულია ამ ცხოველების წარმოუდგენელი მოხერხებულობა და ინტელექტი. კატებს შეუძლიათ ტუალეტით სარგებლობა და ქურდობის ორგანიზება. მაგრამ, მათ ძალიან რთული ხასიათი აქვთ და ნიჭსა და ინტელექტს ისინი მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც თავად თვლიან საჭიროდ. პრიმატები, ბიოლოგ ე. უილსონის აზრით, ყველაზე ჭკვიანი ცხოველების რეიტინგში, პირველ ექვს ადგილის იკავებენ. გორილებს, შიმპანზეებს, ბაბუინებს, ორანგუტანგებს, ცხვირვიწრო მაიმუნებს და გიბონებს კარგად განვითარებული ტვინი აქვთ და შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა სახეობის დონეზე. ვირთხები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ მათ შურისძიება შეუძლიათ. საერთოდ, ისინი ძალიან მეგობრულები არიან, მაგრამ მათი განაწყენების შემთხვევაში, მაშინვე თავდასხმაზე გადადიან. ღორები, ასევე, საკმაოდ ჭკვიანი ცხოველები არიან. ისინი სწრაფად ეგუებიან ყოველდღიურ რეჟიმს და კარგად გრძნობენ დროს. არიან მგრძნობიარე და ყურადღებიანი. ამის გამო, ხშირად ნერვიულობენ, რადგან მათ არ მოსწონთ და ეშინიათ ყოველგვარი გარე ხმაურის. ციყვები ძალიან ეშმაკი ცხოველები არიან. მათ დიდი ხნის წინ გააცნობიერეს, რომ ადამიანი მათთვის საკვების წყაროა. ისინი ფრინველებისთვის განკუთვნილ საკვებს იპარავენ. მიწიდან თხრიან ნარგავებს, რომ თესლს მიაგნონ. ხანდახან სახლის სხვენშიც სახლდებიან, ადამიანებთან ახლოს რომ იყვნენ. ციყვს თუ საჭმელს მისცემთ, ის მეორე დღეს აუცილებლად დაბრუნდება, საჭმლის ახალი ულუფის მისაღებად. რვაფეხა განსაკუთრებული სისუფთავით გამოირჩევა. მას უყვარს საკუთარი საცხოვრებლის დასუფთავება წყლის ნაკადით, ხოლო ნაგავს, გარეთ, ერთ ადგილზე აქუჩებს. რვაფეხა, უხერხემლო ცხოველების ყველაზე ჭკვიანი წარმომადგენელია. კარგად ექვემდებარებება წვრთნას, აქვს შესანიშნავი მეხსიერება, კარგად არჩევს გეომეტრიულ ფიგურებს, იცის ადამიანთან მიჩვევა და შეუძლია ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევა. ყვავები გენიოსები არიან ფრინველებს შორის. არიან ძალიან ეშმაკები, ნებისმიერი რამის მოპარვა შეუძლიათ. თუ ნადავლი ძალიან დიდია, გუნდად იკრიბებიან, რომ დაეუფლონ მას. შეუძლიათ სხვადასხვა მანევრის ჩატარება. ჩვეულებრივ, ყვავები წყვილებად მუშაობენ და განაწილებული აქვთ როლები: ერთი მსხვერპლს ართობს, ხოლო მეორე - იპარავს. ძალიან კარგად ექვემდებარებიან წვრთნას და დიდი სიამოვნებით ასრულებენ ბრძანებებს. 792 7-ს მოსწონს
|