საბუნებისმეტყველო ყველაზე დიდი ცხოველები 2015, 2 ივლისი, 19:41 ხარი
ყველაზე დიდი ხარი მსოფლიოში რომელსაც დონეტო ერქვა შვეიცარიაში ცხოვრობდა, მისი სიმაღლე 190 სანტიმეტრს შეადგენდა ხოლო წონით 1740 კილოგრამს აღწევდა, გარდა ამისა იგი საოცრად თვინიერი და კეთილი ცხოველი იყო.
![]() ნიანგი მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი 2002 წელს ბურუნდის მოსახლეობამ დაიჭირა, ნიანგის სიგრძე რმელიც ამჟამად გინესის წიგნშია შეტანილი 6 მეტრი იყო. ![]() მფრინავი მელა ოფიციალურად დადასტურებულ ყველაზე დიდ მფრინავ მელას სხეული 40 სანტიმეტრის სიგრძის ხოლო ფრთები 1.8 მეტრი ჰქონდა. ![]() გველი დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი არის მწვანე ანაკონდა, რომელიც ნიუ-იორკის ეგზოტარიუმში ბინადრობს, იგი წონით 220 კილოგრამია ხოლო სიგრძე 9 მეტრს შეადგენს. ![]() ცხენი ყველაზე დიი ცხენი სახელად სამპსონი დღესდღეობით ცოცხალი აღარაა, სიმაღლით 2.20 მეტრიანი ცხენი წონით 1.52 ტონა იყო, დღესდღეობით იგი რეკორდსმენი ცხენია. ![]() კურდღელი კურდღელი სახელად რალფი სასეკის საგრაფოში ცხოვრობს, ახლა იგი 22 კილოგრამს იწონის. ![]() ობობა მსოფლიოში უდიდესი ობობა ნადირობს: ბაყაყებზე, ხვლიკებზე, გომბეშოებზე, თაგვებსა და პატარა გველებზე, ობობის ეს უდიდესი სახეობა ვენესუელაშია ნაპოვნი და მისი ფეხის სიგრძე 28 სმ-ს აღწევს. ![]() დათვი ყველაზე დიდი დათვი რომელიც ოდესმე არსებულა იყო კაციჭამია დათვი, რომელიც 2009 წელს ნახეს ალასკაში. ![]() მედუზა მსოფლიოში ყველაზე დიდი მედუზის დიამეტრი 2.28 მეტრია, ხოლო მისი საცეცეების გავრცელების არეალი 36.5 მეტრი. ![]() ![]() ხოჭო რეალური ჩემპიონი ხოჭო სახელად - "Titanus giganteus" სიგრძეში 17 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა ზოგნი ამტკიცებენ რომ იგი 21-22 სანტიმეტრამდეც კი იზრდება. ![]() ფრინველი ყველაზე დიდი ფრინველის წონა 14 კილოგრამია, სიგრძე 1.2 მეტრი ხოლო გაშლილი ფრთებით 3.1 მეტრი. ![]() გარეული ღორი ყველაზე დიდი გარეული ღორი 2011 წელს 11 წლის მცირეწლოვანმა მონადირემ მოკლა, ნადავლის წონა 500 კილოგრამს აღწევდა. ![]() 973 4-ს მოსწონს
|