x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 იგავი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად
პოზიტივი


1. ერთი მოხუცი, ბრძენი ჩინელი, დათოვლილ მინდორში მიდიოდა და მოხუცი

ქალი დაინახა, რომელის ტიროდა.

- რატომ ტირი? - ჰკითხა მან.


-იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე დავფიქრდი, ახალგაზრდობაზე, სილამაზეზე, რომელსაც სარკეში ვხედავდი და კაცზე, რომელიც მიყვარდა. ღმერთი უმოწყალოა,

რადგან მეხსიერების უნარი მომცა. მან იცოდა, რომ მე ჩემი ცხოვრების გაზაფხულს

გავიხსენებდი და ვიტირებდი.

ბრძენი იდგა დათოვლილ მინდორში, ერთ წერტილს მისჩერებოდა და თან იღიმებოდა.

უეცრად, ქალმა ტირილი შეწყვიტა და მას ჰკითხა:

- რას უყურებთ?

- ვარდების მინდორს, - უპასუხა ბრძენმა -ღმერთი ძალიან სულგრძელი იყო ჩემს

მიმართ, რადგან მეხსიერების უნარი მომცა. მან იცოდა, რომ ზამთარში გაზაფხულს

გავიხსენებდი და გამეღიმებოდა.


2. - ჩვენ გამუდმებით ვჩხუბობთ... ე.ი. ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, არა?

- ბალი გიყვარს?

- მიყვარს.

- როდესაც მას ჭამ, კურკებს ხომ აგდებ?

- რა თქმა უნდა.

- ცხოვრებაშიც ასეა... ისწავლე ბალის სიყვარული და კურკების გადაყრა.


3. ოთახში ოთხი სანთელი ენთო. ისინი მშვიდად იწოდნენ და ნელ-ნელა დნებოდნენ.

ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო, რომ ალის ხმა ისმოდა, რომელშიც, მათი ლაპარაკის

გარკვევა შეიძლებოდა.

პირველმა სანთელმა თქვა:

- მე სიმშვიდე ვარ. სამწუხაროდ ადამიანებს ჩემი გაფრთხილება არ შეუძლიათ. ამიტომ,

მე ჩავქრები. - და მართლაც, მისი ალი ჩაქრა.

მეორე სანთელმა თქვა:

- მე რწმენა ვარ. სამწუხაროდ, არავის ვჭირდები. ადამიანებს, ჩემს შესახებ, არაფრის

გაგონება არ უნდათ. ამიტომ, არანაირი აზრი არა აქვს, რომ ვენთო. -ძლივს მოასწრო

ამის თქმა და ჩაქრა.

დამწუხრებული ხმით, მესამემ თქვა:

- მე სიყვარული ვარ. ძალა აღარ შემწევს, რომ წვა გავაგრძელო. ადამიანები არ

მიფრთხილდებიან. მათ არ შეუძლიათ სიყვარულის არც გაცემა, არც მიღება. - და ეს

სანთელიც ჩაქრა.

ამ დროს ოთახში ბავშვი შემოვიდა. როდესაც ჩამქრალი სანთლები დაინახა, შეეშინდა

და დაიყვირა:

- რას აკეთებთ?! თქვენ უნდა ენთოთ! მე სიბნელის მეშინია - და ტირილი დაიწყო.

ამ სანახაობით აღელვებულმა, მეოთხე სანთელმა ბავშვს უთხრა:

-ნუ გეშინია და ნუ ტირი! ვიდრე მე ვანათებ, შეგიძლია დანარჩენი სამი სანთელიც

აანთო. მე, იმედი ვარ.


4. ერთი ქალი პარიზის ქუჩაში მიდიოდა და პიკასო დაინახა, რომელიც ქუჩის კაფეში

იჯდა და რაღაცას ხატავდა. ქალი მასთან მივიდა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას, მისი პორტრეტის ჩანახატის გაკეთება, შესაფერისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

პიკასო დათანხმდა. სულ რამოდენიმე წუთში პორტრეტი მზად იყო.

- რამდენი უნდა გადაგიხადოთ? -ჰკითხა ქალმა.

- 5 000 ფრანკი, - უპასუხა პიკასომ.

- ხო მაგრამ, ამის დასახატად სულ სამი წუთი დახარჯეთ. - თავაზიანად უთხრა მან

მხატვარს.

- არა, - შეეწინააღმდეგა პიკასო, - ამისთვის მთელი ჩემი სიცოცხლე იყო საჭირო.


5. გოგონა პარკში იჯდა და ტიროდა. ამ დროს, ბავშვმა ჩამოიარა სამთვლიანი

ველოსიპედით. მას ისე შეეცოდა გოგონა, რომ მივიდა და ჰკითხა:

- რამე გტკივა? გინდა სათამაშოებს გაჩუქებ? მე ბევრი მაქვს...

ამის გაგონებაზე, კიდევ უფრო მეტად ატირდა გოგონა:

- ბიჭუნავ, - უპასუხა მან - მე არავის ვჭირდები, არავის ვუყვარვარ...

ბიჭუნამ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და გოგონას ჰკითხა:

- დარწმუნებული ხარ, რომ ამის შესახებ ყველას ჰკითხე?


0
405
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0