ზიმბაბვეს პრეზიდენტი ბარაკ ობამას ცოლობას სთხოვს: "მუხლმოდრეკილი მივალ და ხელს ვთხოვ!"
1015 წლის 26 ივნისიდან ამერიკის მთელ ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა. გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო, კანონი ძალაში სამ კვირაში შევა. ამ გადაწყვეტილებამდე ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად ქვეყნის 36 შტატში იყო შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შტატებში 390000-მდე ერთსქესიანთა ქორწინება იყო რეგისტრირებული, 700000-მდე წყვილი კი ამ ფაქტის დაკანონებას ვერ ახერხებდა. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2012 წლიდან მოყოლებული მხარს უჭერდა ამ კანონის მიღებას. "ეს ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ გადაწყვეტილებით ხაზი ესმევა იმას, რისიც მილიონობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ღრმად სწამს: როდესაც ყველა ამერიკელი თანასწორი იქნება, უფრო მეტად შევიგრძნობთ თავისუფლებას"-განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. ხსენებულ კანონს მოწინააღმდეგეები ამერიკაშიც ჰყავთ. ლუიზიანასა და მისისიპში უარს აცხადებენ, გასცენ ლიცენზია მანამ, სანამ კანონი ფორმალურად ძალაში შევა. ერთსქესიანმა წყვილებმა ოცნება უკვე აიხდინეს და საოცნებო ქორწილებს გეგმავენ და ურთიერთობასაც აკანონებენ. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თეთრი სახლი ცისარტყელას ფერებში გაანათეს და პატივი მიაგეს ხსენებულ გადაწყვეტილებას.
ეს ყველაფერი როდია, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შემდგომ ბარაკ ობამას თაყვანისმცემელთა რიცხვმა იმატა. ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გეგმავს ბარაკ ობამას ხელი სთხოვოს. ეროვნულ რადიოსთან ინტერვიუში მან განაცხადა: "ახლახანს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას, იცავს ჰომოსექსუალებს და სასამოვნო გარეგნობაც აქვს, მე ჩავალ ვაშინგტონში, მუხლმოდრეკილი მივალ და ხელს ვთხოვ!
მე არ მესმის, თუ როგორ ბედავენ ეს ადამიანები ქრისტეს მცნებების უარყოფას. ამერიკული ტრადიციები დაფუძნებული იყო ქრისტიანულ პრინციპებზე, მაგრამ აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ერის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს"