x
image
K.P.
ექსკლუზიური ინტერვიუ! სულ სხვანაირი ალბი კორძაია
image
ყოფილ შეყვარებულზე განაწყენებულმა რამდენიმე ვიდეო გადაიღო, რამაც პოპულარობა მოუტანა. "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" წყალობით კი ეს ლამაზი გოგონა მთელმა საქართველომ გაიცნო.

ალბი პროფესიით ვინ ხართ?

სტომატოლოგი, პიარ მენეჯერი.

ამჟამად მუშაობთ?


სამწუხაროდ არა.

მოდის ბლოგერი ხართ, ქართველ გოგონებს ბევრ კარგ რჩევას აძლევთ, რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა?

ალბათ იმიტომ, რომ მესმის, ვიცი და მეხერხება

თქვენ და შოპინგი, ძვირადღირებულ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას თუ საშუალო ხარისხის მრავალფეროვან სამოსს?

ძვირფასი ბრენფი კარგია, მაგრამ თავი ძალიან არ უნდა გაინებივრო. ორივეს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ორივე მაქვს, თუმცა საშუალო ფენაზე გათვლილი ბრენდების უფრო მეტი მაქვს.

თქვენი შემოსავლის წყარო რას არის?

რა არა, ვინ!!! დედა.

სოციალურ ქსელებში ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდათ, თუმცა კრიტიკოსებიც არ გაკლიათ. ღიზიანდებით, როდესაც გაკრიტიკებენ?

ადრე ძალიან ვბრაზდებოდი და მწყინდა, მერე მივხვდი რომ ეგრე მალე დავბერდები და "დავიკიდე"

ალბათ ყოფილი შეყვარებული სამუდამოდ ჩამოგშორდათ, ასეა?

ჩამომშორდა არასწორი ფორმულირებაა ამ შემთხვევაში, სიტუაციური :) გრამატიკული არა, მე ვფიქრობ აღარასდროს ვნახავთ ერთმანეთს. image

ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, რა არის საჭირო ალბის გულის დასაბყრობად?

ჯერ ვერ დაიბყრეს და რომ დაიბყრობენ გეტყვი

პირად ცხოვრებაში რა ხდება?

წინა კითხვით, ამ კითხვასაც, როგორც ჩანს, ვუპასუხე. არაფერი, ჯერ სიწყნარეა.

სოციალურ ქსელში წერდით, რომ "smart"-სა და "wendy's"-ში რაღაც ინციდენტს შეესწარით რა მოხდა გვიამბეთ?

მოხდა საშინელება, 15-მა "wendy's"-სა და smart-ის დაცვამ გაიგდეს ერთი ბიჭი, სცემეს ძალიან არაკაცულად და არაადამიანურად მხოლოდ იმიტომ რომ "გინება თავის თავზე მიიღეს". ეს იყო საშინელება, ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია მსგავსი ფაქტები, ყველაზე საშინელება კი ის არის რომ არც "wendy's"-მა და არც "smart"-მა ყურიც არ შეიბერტყა. (მენეჯერებს და უფროსობას ვგულისხმობ).

როგორც მახსოვს, ერთ-ერთ კვების ობიექტში ძველი პროდუქტი მოგიტანეს და თანხაც გადაგახდევინეს. როდესაც ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში დაწერეთ კომპნიამ სიურპრიზი მოგიწყოთ. გვიამბეთ ამ ფაქტის შესახებ

დიახ, ეს ფაქტი მოხდა public coffee-ში, ოფიციანტმა გაფუჭებული ტირამისუ მომიტანა და ჩეკშიც ამოარტყა, მე მშვიდად გადავიხადე და მხოლოდ სტატუსი დავწერე, მეორე დღესვე კომპანიის დირექ ტორმა მომწერა (ფეისბუქზე)ბოდიშის მოხდით და მითხრა, რომ აუცილებლად გამოასწორებენ შეცდომას, მისამართი და ტელეფონის ნომერი ჩაიწერა, გავიდა ორი დღეც და კურიერმა სახლთან მომართვა ძალიან დიდი მიქს პიცა, ოთხი ტირამისუ და ოთხი კოკტეილი !!! ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა ესეთი ყურადღება !!image


0
343
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0