ფეხბურთი სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება-იმედები, რომელიც biletebi.ge-მ ვერ გაამართლა 2015, 1 ივლისი, 0:45 ბოლო დღეებში ვნებათაღელვა არ წყდება ფებურთის გულშემატკივრების მხრიდან, რომელიც BILEtEBI.GE-ს უნიათობას თუ გაუგებრობას უკავშირდება. როგორც ცნობილია კომპანიამ ვერ გაამართლა იმედები. შესაბამისად, გულშემატკივრები და ჩვენი ქვეყანაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ჯერ-ერობით ისევ გაურკვევლობაა სად და როდის გაიყიდება სუპერ თასის ბილეთები. biletebi.ge. ბილეთებს აღარ გაყიდის. ამის შესახებ განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, გააკეთა. -"ჩვენ მთელი დღე uefa-ს ვეკონტაქტებოდით. uefa-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ biletebi.ge- გამოთიშოდა ამ პროცესს. ხვალ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა. რამდენიმე დღეა საჭირო ბილეთების დასაბეჭდად, " - აცხადებს ზვიად სიჭინავა. რაც შეეხება უკვე შეძენილ ბილეთებს, სიჭინავა აცხადებს, რომ მათ პრობლემა არ შეექმენბათ და მათთვის ბილეთები უკვე ნაყიდად ჩაითვალა. როგორც სიჭინავა ამბობს, ონლაინსისტემით მთლიანობაში 2063 ბილეთია გაყიდული. უკვე შეძენილ ბილეთებს, სიჭინავა აცხადებს, რომ მათ პრობლემა არ შეექმენბათ და მათთვის ბილეთები უკვე ნაყიდად ჩაითვალა. როგორც სიჭინავა ამბობს, ონლაინსისტემით მთლიანობაში 2063 ბილეთია გაყიდული. 236 3-ს მოსწონს
|