საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ესტუმრნენ 2015, 30 ივნისი, 15:36 უკრაინის დედაქალაქ კიევში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა შედგა. ამ მოვლენის დამადასტურებელ ფოტოს გიორგი ბარამიძე საკუთარ ფეისბუქ - გვერდზე აქვეყნებს. თუ რა თემებზე ისაუბრეს თანაპარტიელებმა მონატრებულ თავმჯდომარესთან, ამ და სხვა დეტალებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გიგა ბოკერია, კობა ხაბაზი, ირმა ნადირაშვილი, დავით ბაქრაძე, ნუგზარ წიკლაური, თენგიზ გუნავა, მარიამ საჯაია, შოთა მალაშხია, ტარიელ ლონდარიძე, გიგი წერეთელი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზურა ჭიაბერაშვილი, სერგო რატიანი, გიორგი ვაშაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნიკა მელია, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ბარამიძე, ეკა ხერხეულიძე, როლანდ ახალაია, მიხეილ მაჭავარიანი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები. 1408 8-ს მოსწონს |
,,დორბლიანი შიზოიდის,, თამადობით !!!