სხვა იგავი იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ადამიანს გარემოს ცვლილება 2015, 30 ივნისი, 13:27 ერთხელ მამასთან ქალიშვილი მივიდა, ახალგაზრდა ქალი, და მოწყენილმა უთხრა: - მამა, მე ისე დავიღალე ყველაფრისგან, გამუდმებით სირთულეები მაქვს სამუშაოზე და პირად ცხოვრებაში. ძალა აღარ მყოფნის... როგორ უნდა გავუმკლავდე ყოველივე ამას? მამა უპასუხა: - მოდი მე შენ გაჩვენებ. მან ქურაზე სამი ქვაბი დადგა წყლით და შვილს სთხოვა, მისთვის სტაფილო, კვერცხი და ყავა მოეტანა. მან ყველა ინგრენდიენტი ცალ-ცალკე ქვაბში მოათავსა, ცოტა ხნის შემდეგ გამორთა გასქურა და შვილს ჰკითხა: - რა მოუვიდა პროდუქტებს? - სტაფილო და კვერცხი მოიხარშა, ხოლო ყავა დადნა, - უპასუხა მან. - მართალია, უთხრა მამა - მაგრამ, თუ უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ სტაფილო, რომელიც მაგარი იყო, მდუღარეში მოხვედრის შემდეგ, დარბილდა. კვერცხი, რომელიც ადრე მსხვრევადი და თხევადი იყო, გამაგრდა. გარედან ორივემ სახე შეინარჩუნა, მაგრამ შიგნიდან შეიცვალნენ. იგივე ხდება ადამიანებშიც: გარეგნულად ძლიერ ადამიანები, აგრესიულ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება დასუსტნენ, ხოლო ერთი შეხედვით სუსტი და ნაზი ადამიანები, იგივე გარემოში, უფრო გაძლიერდნენ... - და ყავა?- გაკვირვებულმა იკითხა შვილმა. - ყავა? - ეს ყველაზე საინტერესოა: ის მთლიანად გაიხსნა აგრესიულ გარემოში და შეცვალა ის. მან უბრალო მდუღარე წყალი არომატულ სასმელად გადააქცია. არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ გარემოს შეცვლა. ისინი თავად იცვლებიან მისი გავლენით და არიან ადამიანები, რომლებსაც გარემო ვერ ცვლის. ისინი თავად ცვლიან გარემოს, გარდაქმნიან მას და რთული სიტუაციიდან სარგებელს და ცოდნას ღებულობენ. ადამიანის გადასაწყვეტია ის, თუ როგორ მოიქცევა რთულ სიტუაციაში. 374 4-ს მოსწონს
|