სხვა ლიონელ მესიმ არგენტინელი ფერმერი სიკვდილისგან იხსნა 2015, 30 ივნისი, 9:47 28 წლის არგენტინელი ფერმერი სანტიაგო ლოპეს მენენდესი (Santiago Lopez Menendez)ნიგერიელმა ბანდიტებმა გაიტაცეს და იგი სიკვდილისგან არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის ხსნებამ იხსნა, იუწყება გამოცემა Clarin-ი.
24 ივნისს სამმა ნიგერიელმა არგენტინელი ფერმერი გაიტაცეს, იგი აშშ-დან ეგონათ, გამტაცებლებმა ინგლისური არ იცოდნენ, რის გამოც ისინი უფრო აგრესიულები გახდნენ. როგორც მენენდესი ამტკიცებს, იგი შეეცადა აეხსნა გამტაცებლებისთვის, რომ იგი არგენტინიდან იყო, ჩამოაგდო ფეხბურთზე საუბარი, ახსენა ლიონელ მესი, ამის შემდეგ გამტაცებლები დაშოშმინდნენ და უფრო ლმობიერები გახდნენ.როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბანდიტები გამოსასყიდის მიღების შემდეგ მენენდესის მოკვლას აპირებდნენ, თუმცა გადაიფიქრეს. სამი დღის შემდეგ მენენდესის კომპანია Four Mills-მა ბანდიტებს თანხა გადაუხადა, ხოლო ფერმერი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გადაიყვანეს.აქვე აღმოუჩინეს პირველი დახმარება მენენდესს ახლობლებმა და არგენტინის საელჩომ.უცნობია გადახდილი თანხის რაოდენობა, აგრეთვე გამტაცებლების შემდგომი ბედი. როგორც პოლიციამ განაცხადა, ადგილი სადაც იმგზავრა სატვირთოთი მენენდესმა სახიფათო, ღატაკ რაიონად ითვლება, ჩვეულებრივ უცხოლებს მსგავ ადგილებში მოგზაურობის დროს სთვაზობენ დაცვის თანხლებით გადაადგილებას, თუმცა მენენდესმა უარი განაცხადა. მენენდესი ნიგერიაში 2014 წლიდან იმყოფება, მას თავის ორ მეგობართან ერთად სიმინდი და სოიო მოჰყავდა, მისმა მეგობრებმა მალევე დატოვეს ეს ქვეყანა, მომხდარი ფაქტის შემდეგ მენენდესიც აპირებს დატოვოს ნიგერია და დაბრუნდეს სამშობლოში. 973 6-ს მოსწონს
|